ჯაბა ბოჯგუას გადასარჩენად მისი 80 წლის ბებია მათხოვრობს
საზოგადოება - 17:19, 06 Jun, 2014     21212
უკვე მეექვსე წელია, მომღერალი ჯაბა ბოჯგუა უგონო მდგომარეობაშია. ის საწოლს არის მიჯაჭვული და ცხადია, დამოუკიდებლად განძრევაც არ შეუძლია. მას დედა და 80 წლის ბებია უვლიან.

შარშან, ჯაბას დედამ, მანანა გვასალიამ Ambebi.ge-თან ისაუბრა იმ მძიმე ყოფის შესახებ, რომელშიც ოჯახი იმყოფება.. იმ ინტერვიუს შემდეგ მათ უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და დახმარება აღმოუჩინა. რაც მთავარია, სრულიად უცნობმა პიროვნებამ, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ჯაბას დედას სურვილი აუსრულა, - ავადმყოფს ორთოპედიული საწოლი გაუგზავნა, რითაც უმძიმესი პაციენტის პატრონს საქმე შეუმსუბუქა. მათ ფინანსურადაც დაეხმარნენ.

- აბა, რა გითხრათ? ჯაბას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მაგრამ მე და დედაჩემი თავს არ ვზოგავთ, რომ არაფერი დააკლდეს. უკვე ექვსი წელია ვცხოვრობთ გლდანში, ნაქირავებ ბინაში. დედაჩემი შვილიშვილს გამო ხანდახან ქუჩაშიც გადის და ადამიანებისგან შემწეობას ითხოვს... ეს მოხუცი ქალი მეხმარება ჯაბას გადაბრუნებაში... ამდენი წელია წევს, მაგრამ ისე ვუფრთხილდებით, რომ სხეულზე არანაირი ნაწოლი და არ აქვს გაჩენილი. ცოტ-ცოტა, უმნიშვნელო წინსვლაც აქვს, თუ ეს შეიძლება წინსვლად ჩაითვალოს, ამას წინათ, ნემსი რომ გაუკეთა ექთანმა, როგორც ჩანს, ეტკინა და ხელიდან შპრიცი გააგდებინა...

რა ვიცი, ხომ ვამბობ, მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ მე იმედს არ ვკარგავ იმ სიზმრის იმედი მაქვს, რომელშიც 7 რიცხვი ფიგურირებდა... მგონია, რომ 7 წლის შემდეგ ჩვენი მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. ამასთან, ის პირველად, მამა სოგრატმაც რომ ნახა, თქვა: "ჩვენსკენ არის!" ამიტომ, როდესაც ძალიან დამძიმდება ხოლმე, ერთი წუთი არ ვუშვებ იმას, რომ მას რამე დაემართება. ასე იმედით ვცოცხლობ...

ცოტა ხნის წინ, ბინის შეცვლა მინდოდა, მაგრამ ეს პრაქტიკულად, შეუძლებელი აღმოჩნდა, ასეთი ავადმყოფით სახლში ჩვენი შეშვება არავის მოუნდა. და ალბათ მართალებიც არიან... კარგი იქნებოდა, ჩვენი ერთი ოთახი მაინც რომ გვქონდეს და გვქონდა კიდეც, მაგრამ ჯაბას ავადმყოფობამ მთელი ჩვენი ქონება გაანადგურა. ეს იყოს კარგად და მაგას რას დავეძებ... მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა იმ ადამინს, ვისაც ვახსოვართ და პერიოდულად პატივს გვცემს. ყურადღებას უცხოეთში მცხოვრები ქართველები იჩენენ. მადლობა ასევე მათ.
- ცნობილი ადამიანები თუ გაკითხავენ, უბრალოდ თუ ინტერესდებიან თქვენი შვილის მდგომარეობით?
- არა, არავინ... ეს კი ყველას მიმართ ძალიან ყურადღებიანი იყო...

- კიდევ დასახმარებლად არავისთის მიგიმართავთ?
- არა, ეს არ შემიძლია. პირიქით, მადლობის მეტი მათთვის რა მეთქმის, ვინც ამას თავისით აკეთებს...

წყარო: ambebi.ge

ჯაბა ბოჯგუას დახმარების მსურველმა ბილაინის და მაგთის აბონენტებმა დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 0901 700 039
საბანკო ანგარიშია: GE22BR000001038169963 (ბანკი "რესპუბლიკა") მანანა გვასალიას სახელზე




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42