„ახლა ნახევარი საათია ახალ ამბებს ვათვალიერებ... ღმერთო! რეები ხდება მსოფლიოში! ევროპაში, უკრაინაში! პატარა ნორმანდიაში! რამხელა ცვლილებები მზადდება და რა საშინელი რყევების პირველი ბიძგები იგრძნობა...
ქართულ ნიუსებში კი ხათუნა გოგორიშვილზე, უსუფაშვილზე და მარნეული მერობის კანდიდატის გარშემო ატეხილ სკანდალებზე ლაპარაკობენ... ... არა რა,, მაგარი არხეინი ხალხი ვართ ქართველები, მე მგონი სწორედ ამან გადაგვარჩინა...
რის ოსმალო და რუსი! ჩემი აზრით ჩვენზე სულიერად "დამოუკიდებილი", ანუ "მკიდია" ერი ჯერ არ დაბადებულა დედამიწაზე, ის კი არა ამ ნიუსებს რომ ვკითხულობდი, ვიფიქრე, იქნებ საქართველო სულაც მოწყდა უკვე დედამიწას და სხვა გალაქტიკაში იმყოფება მეთქი - გუგლის რუქებს ჩავხედე და ცოტა დავმშვიდდი... რაც არ უნდა იყოს ბილეთები აღებული მაქვს ივლისის დასაწყისში მოვფრინავ ჩემს გოგოებთან ერთად.. გული დამწყდებოდა სამშობლოს ნაცვლად დიდი ორმო რომ დამხვედროდა“:):)
მასალის გამოყენების პირობები






