„არც შუქი, არც წყალი, არ ც გაზი, არაფერი გვქონდა“ - იხსენებს ნინო წლების შემდეგ ეკა ხოფერიას თოქ-შოუში.
ნინო ნინიძე: „მოსკოვში ჩასულს ძალიან გამიკვირდა, როდესაც გამათბობელზე შემთხვევით ხელი მიმედო და ცხელი აღმოჩნდა, გაოცებისგან შევხტი და დედას გაკვირვებით ვკითხე- რატომ არის ცხელი?
მართლა ძალიან ძნელი პერიოდი იყო, თუმცა ყველაზე მთავარი ის არის რომ დედამ სიყვარული არ მოგვაკლო. ფანატიკური სიყვარული აქვს ჩვენი“.
ნინოს იმ წუთებსაც იგონებს, როცა მამა ძალიან ენატრებოდა. ნინოს მამა მხატვარ-დიზაინერი მიხეილ ნემსაძეა. ის ია ნინიძის მესამე ქმარია. მსახიობმა სამწუხაროდ ვერც მასთან ააწყო პირადი ცხოვრება.
ნინო ნინიძე: „მამაჩემი ჯერ ამერიკაში იყო, მერე მოსკოვში, და არ გვქონდა ისეთი კონტაქტი, მქონდა სურათი და ვიცოდი თუ როგორ გამოიყურებოდა, მაგრამ 6-7 წლამდე არ მენახა... მენატრებოდა...
ერთ დღესაც როცა გავიცანი - დედამ გაბრწყინებული თვალებით მკითხა, - ხო ძალიან გემოვნებიანი მამა გყავსო...
ყველა კაცისთვის ალბათ რთულია ბავშვის ხელახლა გაცნობა, მე არასოდეს ვაძალებდი და არ ვეუბნებოდი მამას - რატომ არ მირეკავ, გებუტები-მეთქი. ხანდახან თავის მეგობარ ქალებსაც მაცნობდა, ეჭვიანობის მომენტი არასოდეს მქონია, რადგან ის ცხოვრება, რაც დედას და მამას ჰქონდა, წარსული იყო უკვე“....
მასალის გამოყენების პირობები






