ლიბერთი ბანკმა ვადიანი დეპოზიტი სამეწარმეო სექტორის დაკრედიტებაში სრულად დააბანდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:06, 06 Jun, 2014     3084
,,ლიბერთი ბანკმა" საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან მიღებული ვადიანი დეპოზიტი სამეწარმეო სექტორის დაკრედიტებაში სრულად დააბანდა. აღნიშნული რესურსი გადანაწილდა რამოდენიმე სექტორზე და მოიცვა მეცხოველეობა, ხორცპროდუქტების წარმოება, სასურსათო მაღაზიების ქსელის განვითარება, მარცვლეული კულტურების მოყვანა და საოჯახო სასტუმროების განვითარება.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სესხები არის დენომინირებული ლარში, გრძელვადიანია და მათი მინიმალური ვადა 5 წელს შეადგენს. აღნიშნულმა ფაქტორებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მეწარმეთათვის.

„აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყანაში ლარში დენომინირებული გრძელვადიანი რესურსის გაჩენისათვის, ასევე ფულადი ბაზრის განვითარებისთვის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი ბევრად დიდ მაშტაბს შეიძენს მომავალში, რათა კიდევ უფრო აქტიურად შევძლოთ ლარში გრძელვადიანი დაკრედიტება“, განაცხადა ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმის ფარგლებში ,,ლიბერთი ბანკმა" საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან ვადიანი დეპოზიტის სახით 2014 წ. 13 თებერვალს 2016 წლის 13 თებერვლამდე ვადით მიიღო 2 399 734,93 ლარი, ხოლო 2014 წლის 6 მარტს 2019 წლის 6 მარტამდე ვადით - 2 400 000 ლარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42