Pay Sticker - ინოვაციური სიახლე თიბისი ბანკისგან
საზოგადოება - 15:04, 06 Jun, 2014     1588
პირველად საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში, თიბისი ბანკმა მომხმარებლებს ინოვაციური პროდუქტი- Pay Sticker შესთავაზა.

Pay Sticker არის უკონტაქტო ბარათის დამატება, რომლის დაკვრა მომხმარებლისთვის ხელსაყრელ ნებისმიერ ნივთზე შეიძლება: მაგალითად მობილურ ტელეფონზე, საათზე, ბრელოკზე და ა.შ. ეს ექსკლუზიური პროდუქტი, როგორც გადახდის უსწრაფესი და ყველაზე მოხერხებული საშუალება, შექმნილია მომხმარებლებისთვის დამატებითი კომფორტის შესაქმნელად.

მომხმარებელმა Pay Sticker-ის ანგარიში უნდა მიაბას მისსავე Visa სადებეტო ბარათის ანგარიშზე. ტრანზაქცია განხორციელდება სტიკერის ტერმინალთან მიტანით, რის შედეგადაც თანხა ჩამოიჭრება ბარათის ანგარიშზე არსებული ნაშთიდან.

სტიკერის მეშვეობით, პინკოდის გარეშე შესაძლებელია მაქსიმუმ 45 ლარამდე ტრანზაქციის შესრულება.

„თიბისი ბანკი, როგორც ყველაზე ინოვაციური ბანკი საქართველოში, ორიენტირებულია ახალი ტექნოლოგიური პროდუქტების დანერგვაზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ მომხმარებლების ყოველდღიური საქმიანობა უფრო მარტივი და სასიამოვნო გავხადოთ,“ - აცხადებს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე პაატა ღაძაძე.

Pay Sticker -ის გამოყენება თიბისი ბანკის მომხმარებლებს უკვე დღეიდან შუძლიათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42