დათო ხუჯაძე: ,,იმ მომენტში, მე საინტერესო გავხდი მაღალი ჩინოვნიკისთვის..."
საზოგადოება - 13:46, 06 Jun, 2014     3354
წლების წინ, რუსეთში „გადაკარგული“ ქართველი მომღერალი, დათო ხუჯაძე ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად ჩნდება ქართულ ტელე-სივრცეში. როგორც ირკვევა, დათოს ამჯერად ხანგრძლივი არდადეგები აქვს თბილისში. თუმცა, იყო პერიოდები, როცა ერთ დროს საკმაოდ პოპულარული მომღერალი, ლამის გადაავიწყდა ქალაქს. მაშინ მის ამგვარ „გაუჩინარებას“ პოლიტიკურ ზეწოლას აბრალებდნენ, თუმცა დათო ხუჯაძემ ამასთან დაკავშირებით ეკა ხოფერიას გადაცემაში სულ სხვა განმარტება გააკეთა. მომღერალი მაყურებლისთვის საინტერესო კითხვებს საკმაოდ გულახდილად პასუხობდა.

ხელოვანმა, წლების წინ „აღორძინებას“ დაუკავშირა საკუთარი ცხოვრება, - მაშინ თქვეს წლების შემდეგ დათო ხუჯაძე ამ ამბავს აუცილებლად ინანებსო, თუმცა...

დათო ხუჯაძე: „სანანებელი აბსოლუტურად არაფერი არა მაქვს. იცით, როგორ ვზომავ? მე გავხდი საინტერესო მაღალი ჩინოვნიკისთვის. იმ მომენტში მე დამიძახეს, ალბათ რაღაცას წარმოვადგენდი ამ ქვეყანაში, რადგან ამ პიროვნებებმა ჩათვალეს რომ ჩემი მეშვეობით ხმებს მიიღებდნენ.

-მაგრამ ბევრჯერ ითქვა და დაიწერა დათოს მანქანა აჩუქეს და მანქანის გამო გააკეთა ესო

-როცა რაღაცას აკეთებ, ამაში იღებ შენს ჰონორარს . ნებისმიერი პოპულარული ადამიანი, რომელიც „პუბლიჩნია“, ის პირველ რიგში მიჰყავთ იმის გამო რომ ის არის სახე, მერე თუ აქტიურ მონაწილეობას მიიღებს, ეს უკვე მაგის საქმეა.

-მოსკოვში რატომ წახვედი?

-წასვლა იმ პერიოდში გადავწყვიტე, როდესაც მოხდა ეს ყველაფერი ანუ რევოლუცია. მე შინაგანად არა ვარ ის ადამიანი, რომ კალიასავით ვიხტუნაო აქეთ-იქეთ, ამას ზუსტად მერჩივნა ის, რომ ავმდგარიყავი და წავსულიყავი.

-რა მომენტი იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული?

-ყველაზე მეტად საქართველოსთან განშორება გამიჭირდ, როდესაც პირველად წავედი ორი წელი საერთოდ არ ჩამოვსულვარ. შინაგანი უარყოფა მქონდა, ზოგიერთებს სხვანაირად რომ შემოეხედათ, მე ამას ვერ გავუძლებდი და შარში გავეხვეოდი.

-შეიძლება ვთქვათ რომ პოლიტიკურმა ცვლილებებმა შენთვის ბევრად იოლი გახადა საქართველოში ჩამოსვლა?

-არა, არანაირად. მე ორი წელი არ ჩამოვსულვარ, თორემ იმის შემდეგ ჩამოვდიოდი, არანაირი პრობლემა არ მქონია, რომ იძახიან დათოს ბიძას და ახლობლებს შეეხნენო, არ არის მართალი, ჩემიანს არავინ შეხებია. ახლა რაღაც შეიცვალა და მე ამის გამო ჩამოვედი, ეს აბსურდია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42