,,დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო დაწესებულებების მიმართ საზოგადოების ნდობა შესაძლოა დაიკარგოს, რაც მისივე თქმით, იუსტიციის სახლებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებითაა განპირობებული.
,,მაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობა იუსტიციის სახლებს ებრძვის - დანერგილ სერვისებს ანადგურებს. ბიზნესის განვითარება ფერხდება, არადა ის ყველაზე მგრძნობიარეა ამ ფაქტორების მიმართ და ეს არავის ადარდებს. უკმაყოფილო მომხმარებლების რაოდენობა დღითი-დღე იზრდება, რაც დაგვაკარგინებს ძირითად სიმდიდრეს - ესაა საზოგადოების ნდობა სახელმწიფო დაწესებულებების მიმართ, რომელიც ინსტიტუტების მდგრადობამ და ეფექტურმა მუშაობამ მოგვაპოვებინა. თუ როგორ უთხრის მთავრობა ძირს იუსტიციის სახლების იდეას, ნაცვლად იმისა, რომ მემკვიდრეობა - სერვისები კიდევ განავითაროს, საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი“, - აცხადებს ბურჭულაძე.
მასალის გამოყენების პირობები






