ეკონომიკის მინისტრის თქმით, სახელმწიფო ქონება ინვესტორებს კასპსა და რუსთავში გადაეცათ.
გიორიგ კვირიკაშვილის ინფორმაციით, კასპში პლასტიკის ნაწარმის მწარმოებელი ქარხანა უნდა გაიხსნას, ხოლო რუსთავში - საფეიქრო ტანსაცმლის, ფეხსაცმლის თუ ტყავის გადამუშავების მცირე საწარმო.
“ჩვენს ნაწილში გვევალება, რომ მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ქონების საკითხები გამოვიტანოთ, დაფინანსების ნაწილში კი ბანკებთან მემორანდუმია ხელმოწერილი და ინვესტორები ბანკებთან აგრძელებენ ურთიერთობას. ორივე პროექტის მთლიანი ღირებულება, სავარაუდოდ, ნახევარი მილიონი იქნება. თუმცა, ისინი დაპროექტებას ახლა აკეთებენ და მთლიანი ინვესტიციების რაოდენობა ამის შემდეგ დადგინდება. მოგეხსენებათ, მინიმალური ინვესტიციების ოდენობა საბაზრო შეფასების ოთხმაგია. თუ ქონება თბილისში არ მდებარეობს ამ შემთხვევაში კი მინიმალური ინვესტიციები ერთის შემთხვევაში 150 ათასი ლარია, მეორე შემთხვევაში კი, 250 ათას ლარამდე, მაგრამ სავარაუდოდ, თვითონ პროეტები უფრო მაღალი ღირებულების იქნება”, -განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






