9 წლის ვეფხია წიკლაური გარდაიცვალა
შემთხვევა - 09:44, 06 Jun, 2014     5257
დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს, კიდევ ერთი შვილობილი, 9 წლის ვეფხია წიკლაური გარდაეცვალა.

„შეგნებულად არ გავავრცელე ეს ამბავი ამ დრომდე. დიდი ტკივილით მინდა გაუწყოთ, რომ დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს, კიდევ ერთი შვილობილი, 9 წლის ვეფხია წიკლაური გარდაგვეცვალა. ფონდმა მართლაც ყველაფერი გააკეთა მის გადასარჩენად , მაგრამ ვეფხია უფალმა წაიყვანა თავისთან.

1 კვირის წინ, ფონდი დაეხმარა ვეფხიას მისთვის აუცილებელი, ძვირადღირებული მედიკამენტებით, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ, ამ ვერაგმა დაავადებამ ლეიკემიამ, როგორც განწირული ბავშვების შემთხვევაში ხდება ხოლმე, გამოიწვია გაჟონვა და ბავშვი კომიდან ვეღარ გამოვიდა.

ვეფხიას გარდაცვალება მამამ, გიორგიმ ტელეფონით აცნობა რუსუდან ცხომელიძეს, რის შემდეგაც, ამ საშინელმა ამბავმა რუსიკოზე ძალიან მძიმედ იმოქმედა, მან ემოცია, ტირილი ვერ დაფარა ტელეფონში საუბრისას და რაოდენ დიდსულოვანი იყო გიორგის საქციელი ყოველივე ამის შემდეგ, როდესაც შვილმკვდარი მამა აწყნარებდა რუსიკოს.

მე ფონდის სახელით ჩავედი საგარეჯოს რაიონ, სოფელ ყანდაურაში, ვეფხია წიკლაურის ოჯახში. ამ ოჯახმა ერთადერთი შვილის დაკარგვასთან ერთად, დაკარგა აბსოლუტურად ყველაფერი თუკი რამ გააჩნდათ. ჩვენი ფონდი ისეთივე ჭირისუფალია დღეს, როგორიც არის ვეფხიას ოჯახი ! ამიტომ მე, ფონდის სახელით ,ვეფხიას სარიტუალო ხარჯების გასაწევად, ოჯახს გადავეცი 1000 ლარი.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არ ვყრით ფარ-ხმალს და ვიბრძოლებთ ჩვენი შვილობილების გადარჩენისათვის ! ღმერთმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს პატარა 9 წლის ვეფხია წიკლაურს სადაცა მართალნი განისვენებდეს !

დარეკეთ და იბრძოლეთ ჩვენთან ერთად ლეიკემიით და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ჩვენი შვილობილების გადასარჩენად ! 09 01 08 08 06“,- წერს „დიტო ცინცაძის დახმარების ფონდის" დირექტორი კახა ჯანაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42