ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების პროექტის ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართა
საზოგადოება - 18:23, 05 Jun, 2014     2819

თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი ნარცენების მართვის ტექნოლოგიების შესახებ მრგვალი მაგიდა 4 ივნისს გაიმართა.პროექტის ფარგლებში, პირველი შეხვედრას კახეთის რეგიონმა უმასპინძლა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის რეგიონში არსებული სახელმწიფო, არასამთავრობო,
კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მრგვალი მაგიდის შეხვედრის დროს პროგრამის გუნდმა საზოგადოებას მიაწოდა
ინფორომაცია ინიციატივის შესახებ – მიზნები, დაგეგმილი ღონისძიებები და მოსალოდნელი
შედეგები.

პრეზენტაციის დროს ხაზი გაესვა, რომ პროგრამის განხორციელების დროს აქცენტი გაკეთდება სკოლებსა და ახალგაზრდულ ჯგუფებთან მუშაობაზე, რადგან 4Rs პრაქტიკის დანერგვისა და პოპულარიზაციის მიზნით მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულებისა და ქცევის ცვლილება, რისი მიღწევაც შესაძლებელია ახალგაზრდა თაობის ინფორმირებითა და ჩართულობით.

თავის მხრივ სპეციალისტებმა გააკეთეს პრეზენტაცია ნარჩენების ინტეგრირებული მართვის კონცეფციის, (შემცირება, ხელახლა გამოყენება, გადამუშვება, აღდგენა) და მისი დანერგვის შესაძებლობების შესახებ.

რობერტ ბოდომ, ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში (WMTR), პროექტის ხელმძღვანელმა (COP) ხაზი გასუვა, რომ პროგრამის წარმატებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან და პროგრამა ხელს შეუწყობს სამიზნე ჯგუფების მონაწილეობასა და ჩართულობას პროგრამის განხორციელების პროცესში.

უნდა აღინიშნოს, რომ 29 მაისს პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდება სათათბირო უფლებამოსილებით აღჭურვილი დაინტერესებული მხარეების საკონსულტაციო ჯგუფი და შედგა ჯგუფის პირველი შეხვედრა.
ეს იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი კონსტრუქციული და ეფექტიანი თანამშრომლობისათვის დაინტერესებულ მხარეებსა და პროექტის გუნდს შორის.

დაინტერესებული მხარეების საკონსულტაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებას ნარჩენების მართვის ეფექტიანი სისტემის შემუშავების პროცესში.

სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებიარიან აღნიშნული პროგრამის დაინტერესებული მხარეების საკონსულტაციო ჯგუფის წევრები.

ინიციატივას ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში (WMTR), რომელიც 2014 წლის 18 მარტს დაიწყო, ფინანსურ მხარდაჭერას აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო

(USAID) უწევს და მას ახორციელებს International City/County Management Association, CENN–თან ერთად, რომელიც ინიციატივის ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციაა. პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში (WMTR) ხელს შეუწყობს შესაბამის ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს, ადგილობრივ ბიზნესს, თემებსა და მუნიციპალიტეტებს ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის შემუშავებაში

საქართველოს ორ სამიზნე რეგიონში – კახეთსა და აჭარაში.

ამ რეგიონებში პროგრამა დაეხმარება საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის მართებული სისტემის ჩამოყალიბებაში. შერჩეულ მუნიციპალიტეტებში განხორციელდება პილოტური ღონისძიებები ადამიანის ჯანმრთელობაზე, გარემოზე ნარჩენების მავნე ზემოქმედებისა და ნაგავსაყრელებიდან სათბური აირების შესამცირებლად. კერძოდ, განხორციელდება შემდეგი ქმედებები:

ნარჩენების მართვის სისტემის ჩამოყალიბება, საჯარო და კერძო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერება;

ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიების შესაძლებლობების გაძლიერება, ეფექტიანობის გაზრდა, და
ხელსაყრელი გარემოს შექმნა;

ნარჩენების მართვის პოლიტიკისა და სტრატეგიის ჩამოყალიბება, ნაჩენების მართვის სისტემის
ფუნქციონირებისათვის მოსაკრებელის ადექვატური ტარიფების შემუშავება;

საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფა ნარჩენების მართვის სისტემის ჩამოყალიბების,
გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების ყველა ეტაპზე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება 4
Rs პრინციპთან მიმართებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42