5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა
დღეს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით, ივნისი „მწვანე თვედ" ცხადდება, რომლის ფარგლებშიც 5 ივნისს სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.
"კამპანიის სლოგანია "ჩემი გარემო". მისი მიზანია შეგვახსენოს, რომ ყოველ ჩვენთაგანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს გარემოს დაცვის საქმეში, გაუფრთხილდეს ჩვენს პლანეტას და იზრუნოს მსოფლიოს მწვანე და უსაფრთხო მომავალზე",- აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.
ამ დღესთან დაკავშირებით, ბაზალეთში თემაზე - "საქართველოს სატყეო სექტორის მიმდინარე რეფორმა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვა" პირველი საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ გახსნა.
მას 13 სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაცია ესწრება. კონფერენციაზე განიხილება სატყეო სექტორის ინსტიტუციური რეფორმის ძირითადი საკითხები საქართველოსა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში. ევროპელი კოლეგები წარმოადგენენ ევროპულ გამოცდილებას და მოხდება ამ გამოცდილების გაზიარება მხარეებს შორის. ღონისძიება ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში ტარდება. საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამა არის დინამიური პროცესი, რომელიც ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით უზრუნველყოფს სატყეო სექტორის რეფორმის განხორციელებას.
13:30 საათზე მინისტრი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვევა და "NATIONAL GEOGRAPHIC-საქართველოს" მიერ მოწყობილ ფოტოგამოფენას -„ბუნება და ადამიანი" დაათვალიერებს.
16:00 საათზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლუბომირ ზაორალეკის ვიზიტია დაგეგმილი, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ხათუნა გოგალაძე უმასპინძლებს. სტუმარი ნარჩენების მართვის თემატიკის ამსახველ ფოტოგამოფენას დაათვალირებს.
19:00 საათზე “ჰაინრიხ ბიოლის” ფონდში თემაზე: ევროპის ახალი პოლიტიკური ლანდშაფტი: მწვანე პოლიტიკის ისტორის გერმანიასა და საქართველოში" საჯარო დისკუსია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე მიიღებს.
მინისტრი საქართველოს გარემოს დაცვის სფეროში შექმნილი არსებული სიტუაციისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრებს.
გარდა 5 ივნისის ღონისძიებებისა, „მწვანე თვის" ფარგლებში გარემოს დაცვის სამინისტრო მთელი ივნისის განმავლობაში არაერთ აქტივობას გეგმავს.
5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღედ 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა. გაეროს გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას გარემოს მიმართ, მისი მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას, შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.
გარემოსდაცვითი ინიციტივები ხორციელდება საქართველოს მთავრობის, ფინეთის მთავრობის, ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და მსოფლიო გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა