უცხოეთსა და საქართველოში მოღვაწე ხელოვანს ლაშა ონიანს დღეს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის წევრად ვიხილავთ. „ნიუპოსტმა“ ეს ამბავი შემთხვევით გაიგო და საქართველოში მყოფ ხელოვანთან გადაამოწმა.
ლაშა ონიანი თვეზე მეტია რაც საქართველოშია. ის გერმანიიდან სპეციალურად დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მოსაწყობად ჩამოვიდა. ღონისძიება მისი ორგანიზებით ერთდროულად 12 ქალაქში გაიმართა, ამას დაერთო ბათუმში პოლიციის დღის მოწყობაც. „ძალიან დავიღალე, ახლა კი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ განტვირთვის წუთებს ვიწყობ“, - ხუმრობს „ნიუპოსტთან“ ლაშა ონიანი . ხოლო კითხვაზე - თუ რადენად მკაცრი შემფასებელი იქნება ასე გვპასუხობს.
ლაშა ონიანი: „მკაცრი ვერ ვიქნები, რადგან მოწვეული ჟიური ვარ. სამართლიანი შენიშვნები კი ალბათ მექნება. ამ გადაცემას სამწუხაროდ იშვიათად ვუყურებ ხოლმე, რადგან ტვ-სთან იშვიათად ვარ. თუმცა, ძალიან მომწონს. მიმართულება კარგი და საინტერესოა, და ბევრად უფრო საინტერესო იქნება თუ სახეების ცვლილება მოხდება ხშირად“ .
ლაშა ონიანს კონკურსანტთა შეფასება ნამდვილად არ გაუჭირდება, რადგან თავადაც პროფესიონალი მოცეკვავეა. პანტომიმის თეატრამდე 3 წელი ჭაბუკიანის საბალეტო სკოლაში ცეკვავდა, უფრო ადრე კი 14 წელი ქართული ცეკვების ინდივიდუალური შემსრულებელი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






