პროექტს შპს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია'' ახორციელებდა და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 100 ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტის ღირებულებამ 11,171.4 ათას ლარი შეადგენა.
თბილისის შემოვლითი გზის კმ21-კმ34 მონაკვეთი თბილისის შემოსავლელი 48 კმ-იანი გზის შემადგენელი ნაწილია და მისი ტექნიკური მდგომარეობა ვერ პასუხობდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის თანამედროვე სტანდარტებს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წლის სექტემბერში დაიწყო და პროექტის მოცულობის 40% გასულ წელს შესრულდა.
რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული იყო 13 კმ-იანი საგზაო მონაკვეთისა და 7 ხიდის კაპიტალური შეკეთება. ასევე, ადგილობრივ გზებთან მიერთებების მოწესრიგება, სავალი ნაწილის მონიშვნა თეთრი ნიტროემალით, საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის ქვედა საყრდენი კედლების გაბიონებით მოწყობა.


მასალის გამოყენების პირობები






