გორში უგონო მდგომარეობაში ნაპოვნი 14 წლის გოგონას მხარდასაჭერი აქცია გაიმართება, ორგანიზატორები სამართალდამცავებს ობიექტური და დროული გამოძიების ჩატარებას სთხოვენ
ხვალ გორში 13 საათზე თეატრის სკვერში ორი დღის წინ ქალაქის ცენტრში უგონო მდგომარეობაში ნაპოვნი 14 წლის გოგონას მხარადსაჭერი აქცია გაიმართება, ამის შესახებ "ნიუპოსტს" აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს. აქცია გორში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების - მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი“ და ,,კოალიცია ქალთა პოლიტიური ჩართულობისთვის“ ორგანიზებით ეწყობა. აქციის ორგანიზატორები ქალებზე ძალადობას დაგმობენ და არასრულწლოვან გოგონასთან დაკავშირებულ ფაქტზე სამართალდამცავი ორგანოებისგან დროულ და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ. ,,ყველა უნდა გავერთიანდეთ, ფეხზე დავდგეთ და არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენს პატარა ქალაქში ასეთი შემზარავი ფაქტები ხდებოდეს," აცხადებს აქციის ორგანიზატორი მეგი ბიბილური.
გიორგი ახალკაცი "ნიუპოსტი“ გორი
მასალის გამოყენების პირობები






