დავუბრუნოთ ახალგაზრდობას ქართული მწერლობა
საზოგადოება - 14:49, 05 Jun, 2014     1005

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ახორციელებს პროექტს - "მწვანე წიგნომანი", რომლის მიზანია, ახლგაზრდობას გაუღვივოს ინტერესი ქართული მწერლობისადმი.

თბილისის 7 სკოლის გუნდი წარმოადგენს თავის პრეზენტაციას მისთვის საინტერესო ქართველი მწერლის შემოქმედების შესახებ. 8 ივნისს 14 საათზე, მათ შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, გამოავლენს გამარჯვებულს და დააჯილდოვებს.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის პროექტი „მწვანე წიგნომანი“ დაიწყო 10 აპრილს და 8 ივნისს დასკვნით ღონისძიებაზე წარსდგებიან თბილისის კერძო და საჯარო სკოლის მოსწვლეები, რომლებიც პრეზენტაციის სახით წარმოადგენენ მათ მიერ შერჩეული ავტორისა და ნაწარმოების ანალიზს, მათ დამოკიდებულებას და ხედვას შერჩეული ნაწარმოებისა და ავტორის მიმართ. ღონისძიებას დაესწრებიან განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პრესა, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სტუმრები და სხვა.

კონკურსი "მწვანე წიგნომანი" სამეცნიერო ბიბლიოთეკამ წიგნიერების წელთან დაკავშირებით წამოიწყო, მოსწავლეების აქტიურობის გაზრდის მიზნით. კონკურსში ამ ეტაპზე 7 სკოლა მონაწილეობს მომავალი წლიდან კი იგი რეგიონთაშორის სახეს მიიღებს.

კონკურსის ფარგლებში მოსწავლე შეიყვარებს წიგნთან ურთიერთობას, გაიზრებს და ახალი თვალით დაანახავს თანამედროვე ბიბლიოთეკას, როგორც კომუნიკაციის, ინფორმაციის მოძიებისა და გაცვლის საუკეთესო საშუალებას, უკეთ გაიცნობს ქართულ მწერლობას და ორიგინალური კუთხით დაინახავს მათ ნაწარმოებებს, მიეჩვევა კვლევას, კრეატიულ აზროვნებას. კონკურსი დაეხმარება სკოლებს აღმზრდელობით–საგანმანათლებლო პროცესში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42