„ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტის "ფეისბუქზე" განთავსებულ მორიგ პოსტს უამრავი კომენტარი მოჰყვა. როგორც სტატუსიდან ირკვევა ქეთი დევდარიანმა ვარჯიში გადაწყვიტა, თუმცა სხეულს ვერ იმორჩილებს. მეგობრები რჩევებს არ იშურებენ. მათ შორის თამარ ჩერგოლეიშვილიც არის, რომელიც გაწაფულ ხელოვანს ორგანიზმისა და კეთილისმსურველთა მოტყუების რეცეპტს აწვდის.
ქეთი დევდარიანის სტატუსი
„დღეს ჩემი ორგანიზმი ვარჯიშზე მიმყავს და სასტიკად მეწინააღმდეგება. იმ დონეზე, რომ მეშინია გზაში საერთოდ არ გამექცეს და მანქანას არ შეუვარდეს“...
Tamara Chergoleishvili მოატყუე. მე ჯერ ორგანიზმი მოვატყუე და მერე ორგანიზმი რომ მიხვდა - ხალხს ვატყუებდი გარშემო, ვინც მიმტკიცებდა რომ მაინც არ ვივლიდი და ერთწლიანი აბონიმენტის ფული ტყუილად არ გადამეყარა. ტელეფონს ვთიშავდი - ვითომ ვარჯიშზე ვარ ...
Natia Koberidze ყველა ორგანიზმს აქვს კუნთების მოძრაობის ბედნიერების თავისი ფორმულა. იპოვე და ის აკეთე. მე, მაგალითად, მხოლოდ ველოსიპედით და მუსიკით სეირნობა მომწონს. სხვების თანდასწრებით ''ტრაკის ქნევა'' იშვიათად მინდება, ისიც სადმე ბნელ კლუბში.

Tamara Chergoleishvili ან ცეკვაზე იარე უბრალოდ აქ არ არის კარგი ცეკვები, შეიძლება მე არ ვიცი - სტრასბურგში ცეკვაზე დავდიოდი და მაგრად ვერთობოდი... ნუ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 12 წელი (18 წლამდე) ქართულ ცეკვაზე ვიარე - როგორი წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს ქართველობის "მტრისგან"...
Tea Kuchukhidze რომელ საათზე მიდიხარ ქეთი? თუ გინდა 7-ის მერე ერთად წავიდეთ გამოგივლი, წაგიყვან და უკან დაგაბრუნებ (მანქანას რომ არ შეუვარდე) :)))
Kati Devdariani Bozhidarova Tea Kuchukhidze ახლა გავიღვიძე, ყავას დავლევ და მივდივარ.
Tea Kuchukhidze ნაუშნიკები წაიღე
ანი გაგუა Kati სად აპირებ? გამოცდილება თუ არ გაქვს, ტრენერის გარეშე არ ქნა. და თუ დღის მეორე ნახევარში უფრო აქტიური ხარ (როგორც მე), საღამოს ჯობია.
Kati Devdariani Bozhidarova ჯობია კაია, სერიალს ვინ დაგიწერთ მერე? როცა აქტიური ვარ, მაგ დროს საქმის კეთება უფრო პრიორიტეტულია : )))) კლუბ 71-ში მივედი და ფული წინასწარ გადავიხადე, რომ არ გავაცდინო ...
Tamar Ninua ერთგვარი რეკლამა მგონია ;)))
Kati Devdariani Bozhidarova Tamar Ninua რისი რეკლამა? კლუბის თუ ჩემი ორგანიზმის?
Tamar Ninua Kati Devdariani Bozhidarova კლუბის))))
Kati Devdariani Bozhidarova მდა.
მასალის გამოყენების პირობები






