,,ლუკა პოლარე“ გაფართოებას ახალი პროდუქტით აღნიშნავს. ყველა საფირმო პროდუქტის გარდა აღმაშენებლის ფილილაში წარმოდგენილი იქნება „პოლარული იოგურტი“ - ცივი, ე.წ. ფროზენ იოგურტი მრავალრიცხოვანი ტოპინგებით. „პოლარული იოგურტი“ კომპანიის სხვა პროდუქტების მსგავსად განსაკუთრებული რეცეპტით მზადდება და ლუკა პოლარეს შემოქმედებას წარმოადგენს. ის გამოირჩევა დაბალკალორიულობით და მსუბუქი, არომატული გემოთი.
ახალ პროდუქტთან ერთად კომპანია ახალ სერვისსაც გთავაზობთ: ყველა სტუმარს თავად შეეძლება ჩამოასხას იოგურტი სასურველი ზომის ჭიქაში და საკუთარი გემოვნებით შექმნას უნიკალური პროდუქტი მრავალრიცხოვან ტოპინგებთან კომბინაციით. ეს პირველია საქართველოში, როცა კაფე-სანაყინე აბსოლუტურ თავისუფლებას სთავაზობს მომხმარებელს თავის არჩევანში. ცივი იოგურტის ყველა მოყვარულს შეეძლება თვითონ გადაწყვიტოს როგორი იქნება მისი საყვარელი „პოლარული იოგურტი“.
გახსნის ღონისძიება გაიმართება ცოცხალი მუსიკის თანხლებით.
მოძრაობის თეატრი წარმოადგენს პრფორმანსს.
სპეციალური შეთავაზება ნაყინის ყველა მოყვარულს ლუკა პოლარესგან მხოლოდ ამ დღეს: ორი ბურთულა ერთის ფასად!
შეგახსენებთ რომ ლუკა პოლარე ქართულ ბაზარზე 2008 წელს გამოჩნდა და მისი საფირმო პროდუქტებია:
ბუნებრივი ინგერდიენტებით და იტალიური რეცეპტით დამზადებული ყოველდღიურად ახალი ნაყინი;
უმაღლესი ხარისხის ყავა და გამაგრილებელი სასმელი;
ნამცხვრები;
სალათები და ხილის ფრეშები;
„პოლარული იოგურტი“
მასალის გამოყენების პირობები






