როგორ ტეხავს პრემიერმინისტრობა. . . .
საზოგადოება - 22:51, 04 Jun, 2014     2989
როგორ ტეხავს პრემიერმინისტრობა...
შემოგესევიან ეს "ინტრიგანი" ჟურნალისტები და დაგაწყვეტენ ნერვებს.

თან როგორი ტენდენციური შეტევა იციან არ ამოგასუნთქებენ რა!

ნუთუ ასე ძნელია რომ წყნარად ჩაეკითხოთ ადამიანს და პასუხი გამოსტყუოთ? რას უშლით ნერვებს. . .

თქვა კაცმა "უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში მარტო ოცნებამ" , რატომ სდუმხართ იქ სადაც ქარიშხალი უნდა დაატრიალოთ? თუ მოგწონთ ერთპარტიული მმართველობა?

თქვა კაცმა "უკანონოდ აღარ ვუსმენთ, ახლა კანონიერად ვუსმენთო" რატომ სდუმხართ და არ ეკითხებით - ჩვენ რა ვიცით რომ ახლანდელი მოსმენები კანონიერია, როგორ ასაბუთებენ? სიტყვაზე უნდა ვენდოთ თუ ულვაშზე?

თქვა კაცმა: "10 წლის განმავლობაში გლეხი გაღარიბდა. სოფელი დაიცალაო" რატომ სდუმხართ? ჰკითხეთ როდის დაიცალა ქართული სოფელი, იქნებ 30 წლის წინ? განა სააკაშვილის მოსვლამდე გლეხი მდიდარი იყო და სოფლის მეურნეობა გვქონდა? რატომ არ იბრძვით რომ მიიღოთ ნამდვილი პასუხი და არ მიაჯირყვნინოთ თავი?

კაცმა თქვა: "აფხაზეთში ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილებააო" რატომ სდუმხართ? ჰკითხეთ იქნებ შიდა ქართლშიც ჩვეულებრივი საკადრო ღობეების გადაადგილებაა და შეახსენეთ როგორ დაიწყო 1989 წლის ამბები აფხაზეთიდან, როგორ დაიწყო 2008 წლის ომი? იქნებ სოხუმიდან და არა ცხინვალიდან? აფხაზეთში იყო ჩვეულებრივი საჯარისო გადაადგილებები და ა.შ. ნუთუ არ შეიძლება რომ ტკბილად დასცინცლოდ სიმართლე, თუმცა ის ისეთი ახალგაზრდაა, რომ შესაძლოა ეს არც იცოდეს. . . .

კაცმა პრეზიდენტი სააკაშვილი პლანტაციაში გაუშვა და ისიც კი არ გიკითხავთ სად აქვს დღეს საქართველოს პლანტაციები და ვინ იქნებიან პლანტატორები?

კაცმა თქვა "ყველა ოცნება აგისრულეთ და იმაზე მეტიც რასაც დაგპირდითო" და თქვენ არც კი გიკითხავთ ეს იუმორით თქვა თუ მართლა სჯერა საკუთარი სიტყვების? თუმცა ეს რომ გეკითხათ ტრეინინგებზე გიკრავდნენ თავს.

თქვენიც მესმის, მაგრამ მაინც ძალიან აუშალეთ ნერვები პრემიერს, ასეც არ შეიძლება, დაუსვამთ შეკითხვას და მერე პასუხისთვის აღარ იბრძვით და ისიც გამოდის წყობიდან.

ქართველების ხელში ჩემი მტერი ჩავარდა.

როგორ ტეხავს პრემიერმინისტრობა!!!!


ნათია მეგრელიშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42