ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტს ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან
საზოგადოება - 18:26, 04 Jun, 2014     2376

ამა წლის 3 ივნისს, ჩვენთვის ცნობილი გახდა ეთნიკური დისკრიმინაციის შემცველი ფაქტის შესახებ. რამდენიმე დღის წინ მოქალაქე ე.მ. დაუკავშირდა კომპანია „დიზაინ ლაბორატორიას“ ავეჯის შეკვეთის მიზნით. ამ დღეების განმავლობაში ქალბატონი ე. -ს ინტერესი კომპანიის ფეისბუქ გვერდის მიმართ გაიზარდა, აინტერესებდა რა კომპანია რა სახის სოციალურ აქტივობებს ახორციელებს კომპანია და რა სახის კომუნიკაციას აწარმოებს კლიენტებთან და დაინტერესებულ პირებთან. კომპანიის ფეისბუქ გვერდის ერთ-ერთ პოსტში, ქალბატონმა ე. -მ გამოთქვა მოსაზრება, რის საპასუხოდაც, კომპანიის ადმინისტრატორმა პირადი მიმოწერა დაიწყო მასთან, რომელსაც დისკრიმინაციული ხასიათი ჰქონდა, მათ შორის მოიცავდა იმასაც, რომ კომპანია „სომხებს არაფერს უკეთებს“.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მოქალაქეთა თანასწორობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა გარანტირებულიასაქართველოს კონსტიტუციით, კერძოდ, მისი მე-14 მუხლიდან გამომდინარე ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე, განუჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

2014 წლის 2 მაისს მიღებული „საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კრძალავს ყველა სახის დისკრიმინაციას საქართველოში. მისი მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და კანონმდებლობით დადგენილი უფლებების თანასწორ დონეზე უზრუნველყოფა ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის. აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი კი, კანონით გათვალისწინებულ „პირდაპირი“ სახის დისკრიმინაციას წარმოადგენს, ვინაიდან ნათელია, რომ ეროვნული წარმოშობის გამო ხდება კერძო კომპანიის მიერ კლიენტის დისკრიმინაცია.

ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, შეიქმნას დისკრიმინაციის მსხვერპლთა დაცვის საქართველოს კანონმდებლობის გამოყენების პრეცედენტები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს, როგორც დისკრიმინაციის მსხვერპლთა უფლებების აღდგენას, ასევე პრევენციას მსგავსი ტიპის ფაქტების თავიდან აცილების მიზნით.

შესაბამისად:

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს სახალხო დამცველს მოვუწოდებთ დაიწყოს აღნიშნულიფაქტის შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში გამოსცეს რეკომენდაცია, მიმართოს სასამართლოს და განახორციელოს ყველა საჭირო ქმედება მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე.

მოვუწოდებთ თავად დაზარალებულსაც, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწიებული პროცედურების დაცვით თავადაც მიმართოს სასამართლოს და დისკრიმინაციის ფაქტის გამო მოითხოვოს მორალური და/ან მატერიალური ზიანი ანაზღაურება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“

ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი

სამოქალაქო ინტეგრციის ფონდი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42