საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს გამოფენაზე წარმატებას მიაღწია
საზოგადოება - 18:13, 04 Jun, 2014     1477

საუკეთესო სტენდი და საუკეთესო მარკეტინგული კამპანია- ამ ტიტულებით კორეის რესპუბლიკაში (სამხრეთ კორეა) საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დაჯილდოვდა.

ქალაქ სეულში ტურისტული გამოფენა-ბაზრობა „KOTFA 2014” 29 მაისს-1 ივნისს გაიმართა. ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაში 6 ტურისტული კომპანია მონაწილეონდა: Travel Shop; Visit Georgia; Georgica Travel; Trawellin; Caucasus Travel; Tika Tours. სეულის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს საპრეზენტაციო სტენდი იყო წარდგენილი, სადაც მიწვეული სტუმრები საქართველოს შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. გამოფენის მონაწილეებს, საქართველოს შესახებ კორეულ და ინგლისურ ენებზე დაბეჭდილი ბროშურები და რუკები დაურიგდათ. გამოფენაზე საქართველო დაჯილდოვდა, საუკეთესო სტენდის და საუკეთესო მარკეტინგული კამპანიის ტიტულით.

საქართველოს სტენდი ათასობით სტუმარმა დაათვალიერა. გამოფენის ფარგლებში, ოთხი დღის განმავლობაში, წამყვანი ტელეკომპანიების, რადიოსადგურების, ბეჭდური მედიის წარმომადგენებთან და სერვისის მომწოდებლებთან გაიმართა შეხვედრები. საქართველოს შესახებ რეიტინგული გამომცემლობა “Global Travel News” ვრცელ სტატიას ავრცელებს. სტატიების გამოქვეყნებას გეგმავენ: “Fortune Korea“ “The Korea Travel Times,” “Triple Travel People,” “Korea Tourism News,” “The transport and travel times,” “Baum Architects” და “Ab-Road.” „KOTFA 2014” მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა-ბაზრობაა. სეულის გამოფენას 59 ქვეყნის წარმომადგენელი, 120 ათასი სტუმარი დაესწრო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42