შსს-ს ანტინარკოტიკულ კამპანიას – „არა ბიონარკოტიკს“ ქართული უნივერსიტეტი შეუერთდა
საზოგადოება - 17:52, 04 Jun, 2014     1162

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტინარკოტიკულ კამპანიას – „არა ბიონარკოტიკს“ საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი შეუერთდა, სადაც ანტინარკოტიკული საგანმანათლებლო ტრენინგპროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

უნივერსიტეტის ინიციატივით, საჯარო სკოლების ფსიქოლოგებს ჩაუტარდებათ ნარკომანიის და ანტისოციალური ქცევის პრევენციის სპეციალური ტრენინგები. უნივერსიტეტის პროფესორებმა დიმიტრი ნადირაშვილმა და თეა გოგოტიშვილმა ტრენინგებისთვის სახელმძღვანელოები შექმნეს. აღნიშნული ლიტერატურა ხელს შეუწყობს პედაგოგებს, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ მოსწავლეებს ნარკომანიით გამოწვეული ნეგატიური შედეგების და მათი პრევენციის შესახებ.

პრეზენტაციას შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი სოფო კილაძე და ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე დაესწრნენ. სოფო კილაძემ „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ კანონზე ისაუბრა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა და 1 მაისიდან შევიდა ძალაში. კანონის თანახმად, აიკრძალა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან უკანონოდ გატანა, შესაბამისად, მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის წესით ისჯება. ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რამდენად საზიანოა ჯანმრთელობისთვის ე.წ. ბიონარკოტიკები და დამსწრეთა შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42