წარმოუდგენელ სიღატაკეში ცხოვრობს 19 ოჯახი. ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც კი არ აქვთ, ვირთხების, ხვლიკებისა და ღამურების შემოსევისაგან უწევთ თავის დაცვა. ბევრს კი, ელემენტარული პურიც კი არ გააჩნია, რომ შვილები გამოკვებოს...
,,ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გიორგი ბერეჟიანმა გაავრცელა ინფორმაცია:
გუშინწინ დამირეკა ერთმა მარტოხელა დედამ, რომელსაც 4 სკოლის მოსწავლე ბიჭი ჰყავს, სოციალური სტატუსი მომიხსნეს, ბავშვები მშივრები მყავს, იქნება რამე მიშველოო. ხელფასს ველოდებოდი, ჩემი სამსახური დაიკეტა. ამერიკელებს უნდა მოეცათ ფული, ,,ჩათლახებმა" გადაგვაგდეს, მათ ფილმში გადაგვიღეს, მე და ჩემი ორი მეგობარი, პენსიამდე შორსაა... იქნება ვინმემ დაიწეროთ ზეციური აჩოკი? გითმობთ! ელემენტარულ პროდუქტებზეა ლაპარაკი, გრეჩიხა, გერკულესი, შაქარი, ტუშონკა და ა.შ.პირადში მომწერეთ, დაგაკვალიანებთ!''
დავუკავშირდით გიორგის და გავარკვიეთ, რომ 5 წელი აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს სოციალურად დაუცველი 19 ოჯახი. ეს შენობა ყოფილი ,,პროფტექნიკური სასწავლებელია'', რომელიც სახელმწიფომ წლების წინ გადასცა საპატრიარქოს. ეს ოჯახები კი, თავის დროზე თვითნებურად შეიჭრენ შენობაში. პატრიარქის დამსახურებით არ მოხდა მათი გამოძევება.
შენობის ნაწილში არის სანთლის საწარმო. მაცხოვრებების თქმით მათ მუდმივად ემუქრებიან გაყრით, მაგრამ პატრიარქის წყალობით ჯერ–ჯერობით ეს მუქარა ძალაში ვერ მოჰყათ. მათ ეჭვი აქვთ, რომ შუამავალი პაატა გელაშვილი პატრიარქს არ აწვდის სწორ ინფორმაციას. თორემ ის არ დაუშვებდა უკიდურეს საცხოვრებელ პირობები ეცხოვრა 28 ბავშვს, ზრდასრულ ადამიანებზე რომ არაფერი ვთქვათ.
დედაქალაქის გარეუბანში, ლიბანის ქუჩის 33–ში 19 ოჯახი, ერისგან და ბერისგან არიან მიტოვებულნი...
ახლა ზედმეტია მოწოდება, რომ უნდა დავეხმაროთ...
გავუნაწილოთ იმ ბავშვებს ჩვენი ლუკმა, ღმერთისთვის შესაწირი სანთლის ფული გავიღოთ მათთვის!
მშიერი ბავშვები ლუკმა პურს ელოდებიან ჩვენგან!
http://aianews.ge/
მასალის გამოყენების პირობები






