საფრანგეთში მცხოვრები ხელოვანი პაატა ქურდაძე მორიგ ამბავს გვთავაზობს სერიიდან - „ჩვენთან, გარყვნილ ევროპაში“.
ამჯერად თემად შემოქმედმა გუსტავ კურბეტის ცნობილი ტილო," სამყაროს საწყისი" შეარჩია.
პაატა ქურდაძე: „ამაღლების დღესასწაულზე ოქროს კაბაში გამოწყობილი არტისტი დებორა დე რობერტი პარიზის დორსეს მუზეუმში გუსტავ კურბეტის ცნობილი ტილოს, "სამყაროს საწყისის" წინ შუბერტის ,,ავე მარიას" ფონზე დაჯდა, ფეხები გაშალა და ნახატზე გამოსახული მოდელის მსგავსად თავისი სასქესო ორგანოს ექსპოზიცია მოუწყო მუზეუმის დამთვალიერებლებს. ის რა თქმა უნდა პოლიციამ დააკავა" საზოგადოებრივ ადგილზე ეგზიბიციონიზმისათვის".
როგორც ჩანს იუთუბზეც იდო ვიდეო, სადაც მუზეუმის პერსონალი თხოვს შეწყვიტოს პერფომანსი, მაგრამ ვიდეო სასწრაფოდ მოხსნეს :) ისე კაცმა რომ თქვას რა მოხდა ისეთი, ნახატი გააცოცხლა.. თან მუზეუმში, მაშინ ნახატიც ჩამოხსნან.. მთლად მორალურად არც ის გამოიყურება. :) მოკლედ თავის დროზე, რომ გუსტავ კუბერტი შეეჩვენებინათ, შავ წიგნში შეეტანათ, ეს ტილო კი იმის ნაცვლად რომ იმპრესიონისტების მუზეუმში დაეკიდათ - დაეწვათ, ეს ამბავი არ მოხდებოდა. ასე იცის ტრადიციების დავიწყებამ და გადაგვარებამ. მე, რომ მკითხოთ ფიროსმანის მარგარიტაც ჩამოსახსნელია. ე, მანდ ვინმე დაბოლილმა აკადემიის სტუდენტმა გოგომ მკერდი არ მოიშიშვლოს მის წინ :):)
მასალის გამოყენების პირობები






