ქართველი გოგონა იდუმალ, სატანისტურ სახლებზე
ანი 15 წლისაა, სკოლაში სწავლობს და არც ისე ცუდი მოსწავლეა, თუმცა როგორც ყველა მოზარდს, მასაც დაუდგა ასაკი, როცა უჭირს უფროსების გაგება, ხშირი კონფლიქტები აქვს მასწავლებლებთან თუ მშობლებთან, იმავდროულად საკმაოდ ცნობისმოყვარე და უშიშარიც აღმოჩნდა და ამ ყველაფერმა იოლად მიიყვანა სახიფათო გზამდე.
„ალბათ იცით, რომ თბილისში არის ძველი მორგის შენობა და კიდევ რამდენიმე სხვა შენობა, სადაც ქართველი ემოები თუ ქართველი სატანისტები იკრიბებიან. ჩემი ცნობისმოყვარეობის გამო, გავხდი ამ რიტუალების მოწმე და გარკვეულ ხანს ემოც ვიყავი... ახლა ძალიან მრცხვენია, ამას, რომ ვყვები, მრცხვენია ხელებს, რომ ვისერავდი და ათას სისულელეს ვიმეორებდი... თუმცა ბოლომდე არ ვარ გამოსული მათი ზემოქმედებიდან, დღემდე მკლავს ცნობისმოყვარეობა, რის ნახვაც ვერ მოვასწარი და ვებრძვი ამას... მინდა, ჩემი მაგალითი ჩემმა თანატოლებმაც გაითვალისწინონ... თან მინდა მოვყვე ის, რაც თავს გადამხდა... ის, თუ როგორ მინდოდა ჩემი ნებით, საკუთარი სურვილით, სატანისტობა.
მე და ჩემმა მეგობარმა გავიგეთ, რომ არსებობდა ასეთი სახლი, ეშმაკის სახლს ეძახიან, ინგოროყვას ქუჩაზეა.
გავიგეთ, რომ შიგნით მიწისქვეშა გვირაბებია. გავიგეთ, რომ თბილისში ათი ასეთი სახლია და ერთმანეთს ამ გვირაბების მეშვეობით უკავშირდება.
მოგვიყვნენ, რომ ეს „ეშმაკის სახლი“ ერთმა სომეხმა სატანისტმა ააშენა და იქ ქალმა ჩამოიხრჩო თავი - მისმა შვილმა თუ ცოლმა, ზუსტად არ მახსოვს. ამბობენ, რომ სახლის შიგნით დიდი ეშმაკის ფიგურაა, რომლის ფეხები სარდაფში მთავრდება, თავი კი - სხვენზე. სახლში არის ბუხრის მგავსი კარი, რომელზეც ბავშვის ფიგურაა გამოსახული და ის საიდუმლო გვირაბში ჩასასვლელი კარია.
სახლები კი პენტაგრამას ქმნიან, რომელიც ერთ დიდ დარბაზში ერთდება, მიწის ქვეშ - ამ დარბაზში საიდუმლო რიტუალებს აწყობენ.
ისე გვაინტერესებდა ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა, არ შეგვეშინდა, მივედით. როგორც კი სადარბაზოში შევედით და სარდაფისკენ გავუყევით გზას, თითქოს იქ ქალის მოჩვენება დავინახეთ, ხმებიც გვესმოდა, განწირული შეკივლება... ძველი მორგის შენობასთანაც ვიყავით. იქ ახლოს გატყავებული ძაღლებისა და კატების გორაა, მკვდარი არწივიც ვნახეთ, რომელიც ნახევრადგახრწნილი იყო და თითქოს ისევ ფართხალებდა... ღამით ვიყავით, ფარნებით... ისეთი დიდი ემოცია იყო, მეორე დღესაც მივედით, თუმცა ვიღაც ქალი დაგვხვდა, გაგვლანძღა, აღარ მოხვიდეთო... 10 წუთის მერე კატის განწირული კნავილი შემოგვესმა... მერე იმ ადამიანებსაც შევხვდით, ვინც ემოები არიან, მერე სატანისტებთანაც გვქონდა საუბარი, ვნახეთ რაღაცები, რის ნახვაც ჩვენთვის შეიძლებოდა.
მერე გვითხრეს, რომ სექტაში უნდა შევსულიყავით... ჩემი ნებით ვაპირებდი, რომ ასე მოვქცეულიყავი, მაგრამ დედა დროულად ჩაერია, პირობა ჩამომართვა, რომ აღარ გავბედავ იქით გახედვას...

ეკლესიაშიც წამიყვანა, მაგრამ მართალი, რომ გითხრათ, მიჭირს იქ ყოფნა, რაღაცნაირად ვითრგუნები... სულ ვფიქრობ ჩემს საქციელზე, ვებრძვი საკუთარ თავს, მრცხვენია, როგორ ვიყავი „ემო“, რატომ ვიყავი სუიციდელი? და რატომ მინდოდა სატანისტობა, როცა ვიცოდი, რომ ეს ცუდია? თანაც, ამ ამბების მერე ყველაფერი ცუდად წავიდა, ყველა ამრეზით მიყურებს, გამუდმებით მახსენებენ ჩემს უახლოეს წარსულს, მკიცხავენ...
რაც ყველაზე მთავარია, საკუთარ თავში ვერ ჩამოვყალიბდი, ბოლომდე ვერ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი წარსულია. ინტერესი მკლავს, რაც არ მინახავს და რაც კიდევ შეიძლება იყოს იქ, იმ გვირაბებში, სადაც ვერ მოვასწარი ჩასვლა“, - ყვება რესპონდენტი.
მსგავსი სახლები და მსგავსი ჯგუფები თბილისში ნამდვილად არსებობს.ინგოროყვას 6-ში მდებარე ცნობილ სახლს, რომელიც ანიმ ახსენა, მართლაც ეძახიან „ეშმაკის სახლს“ და ის გარეგნულადაც საშიშია - სახლის გარე ფასადზე ეშმაკის მსგავსი გამოსახულებებია.
როგორც ამბობენ, ის XIX საუკუნეში აუგია, რომელიღაც სომეხ ვაჭარს, რომელიც სატანისტი იყო და მართლაც, ამ სახლის სხვენზე ჩამოუხრჩია თავი გოგონას - სავარაუდოდ, მის ქალიშვილს. სახლს აქვს საიდუმლო გვირაბი, თუმცა რამდენად მართალია ის, რომ ეს გვირაბი სხვა გვირაბებით უკავშირდება მსგავს სახლებს, ვერ გეტყვით. დღეს იქ ჩვეულებრივ ცხოვრობს ხალხი“
წყარო: რეიტინგი
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა