„დღევანდელ აქციაზე დედაჩემი შვილებთან ერთად მივიდა“ - ამბობს ტელეწამყვანი ნიკა ქავთარაძე და ,,ფეისბუქის" გვერდზე სწორედ ამ ფოტოს აქვეყნებს.
აქცია, რომელზეც ფოტოა გადაღებული მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით 2 ივნისს გაიმართა და ბევრი ცნობილი ადამიანი გააერთიანა.
ამასთან დაკავშირებით, ნიკა ქავთარაძის დედის განმარტება ამგვარია.
მარინე ჭკადუა: „მე მივედი ამ აქციაზე, რათა დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია არაადექვატური სასჯელის მიმართ, საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად გადაიჭრას ეს პრობლემა, ამაზე მთავრობა უკვე ფიქრობს, ამაზე მიუთითებს ჯანდაცვის მინისტრის დღევანდელი განცხადება, იმედი მაქვს, იპოვიან "ოქროს" შუალედს, არ არის საჭირო ველოსიპედის ხელახლა გამოგონება, უნდა გავითვალისწინოთ იმ მოწინავე ქვეყნების გამოცდილება,რომლებმაც გამოსავალი მონახეს, დასჯა არ არის გამოსავალი“.
მასალის გამოყენების პირობები






