დარიალის ხეობაში დროებითი გზა გაიხსნება
საზოგადოება - 10:42, 03 Jun, 2014     1402

დარიალის ხეობაში დროებითი სატრანსპორტო გზა რამდენიმე დღეში გაიხსნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დარიალის ხეობაში სავალი გზის აღდგენითი სამუშაოები ახალ ფაზაში გადავიდა.

„17 მაისს, დევდორაკის ხევიდან მოვარდნილი დიდი მოცულობის ღვარცოფისა და რთული კლიმატური პირობების მიუხედავად, მუშაობა 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.

დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებენ. მიმდინარე სამუშაოების მიზანი დროებითი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაა. ადგილზე 70 ერთეული ტექნიკა და 170-მდე თანამშრომელი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.

მეწყერის ჩამოწოლის დღიდან, პრემიერ-მინისტრის დავალებით, შეიქმნა საგანგებო შტაბი, სადაც გზის გაწმენდითი და სამძებრო-სამაშველო სამუშოების დასაგეგმად სხდომები იმართება.

დღეის მდგომარეობით, უკვე მოხერხდა ახალი კალაპოტის გაჭრა და მეწყრის შედეგად დაგუბებული წყლის გადინება, რამაც დატბორილი ადგილი გაათავისუფლა. გრძელდება მდინარე თერგის კალაპოტის გაღრმავების სამუშაოებიც.

ადგილზე მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დევდორაკის ხეობის ყველაზე მაღალ წერტილებში შექმნილია რამდენიმე საგუშაგო, საიდანაც მეწყერსაშიშ ზონებზე დაკვირვება და მომუშავე ჯგუფებთან მუდმივი რადიოკავშირი ხორციელდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, დავით შავლიაშვილი და მისი მოადგილეები დარიალის ხეობაში მიმდინარე სამუშაოებს მეთვალყურეობას პირადად უწევენ.

გზის გაწმენდითი სამუშაოები ხეობაში უწყვეტად მიმდინარეობს, რათა დროებითი გზა მალე გაიხსნას და დამეწყრილი ტერიტორია მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოწესრიგდეს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42