რუსთაველის გამზირზე წარმოშობით 4 აფრიკელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სიტყვიერი შელაპარაკება ქართველებსა და აფრიკელებს შორის, სავარაუდოდ, მათი წარმოშობის გამო მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ექსპრესნიუსი“ ავრცელებს. როგორც სააგენტო იტყობინება, აფრიკელებს თან 4 ქართველი ქალბატონი ახლდა.
„საქართველოში რა გინდათ თქვენი … მოშორდით აქედან, აქ თქვენი ადგილი არ არის“,-მიმართავდნენ ეთნიკურად ქართველები აფრიკელებს.
აღნიშნულ გამონათქვამებს აფრიკელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა, რის შემდეგადაც ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტის განმუხტვას, რამდენიმე მოქალაქე შეეცადა და ადგილიდან აფრიკელების გაყვანა მოხერხდა.
ადგილზე პოლიცია მომხდარიდან, რამდენიმე წუთში გამოცხადდა და ინციდენტში მონაწილე პირები ადგილიდან გაარიდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა. გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.


მასალის გამოყენების პირობები






