რა კავშირშია 15 წლის გოგონას თვითმკვლელობასთან ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია
საზოგადოება - 16:29, 02 Jun, 2014     7593
რამდენიმე დღის წინ თბილისში შემზარავი ამბავი მოხდა, 15 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ვრცელდებოდა ვერისა, რომ გოგონას თვითმკვლელობას დედა ქუჩაზე შეესწრო, ქალბატონმა ვერ გაუძლო განსაცდელს, ავიდა კორპუსში და თავდაც გადმოხტა მე-9 სართულიდან, თუმცა ის მეზობლის აივანზე დაეცა და გადარჩა.

თუმცა, როგორც ოჯახის ახლობლებმა ,,ნიუპოსტს“ განუცხადეს, დედა არათუ ქუჩაში, არამედ თავადაც სახლში იმყოფებოდა, როცა გოგონა მოწყვეტით აივანზე გაიქცა და გადახტა, რის შემდეგაც ის ადგილზე გარდაიცვალა, მხოლოდ ამის შემდეგ დედამაც თვითმკვლელობა სცადა, ისიც გადახტა, თუმცა საბედნიეროდ, მეზობლის აივანზე დაცემამ გადაარჩინა.

,,ნიუპოსტისთვის“ ცნობილი ხდება დამატებითი დეტალები, კერძოდ, გარდაცვლილი გოგონა, რომლის ვინაობასაც არ ვასახელებთ, გივი ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში რამდენიმე ხნის გადასული იყო სხვა სკოლიდან. როგორც ,,ნიუპოსტს“ წყარომ განუცხადა, გოგონას დედა ე.ი. (ქალბატონის სახელსა და გვარსაც შეგნებულად არ ვასახელებთ), ზალდასტანიშვილის სკოლას საყვედურობს და ამბობს, რომ სწორედ ამ სკოლაში გადასვლის შემდეგ, გოგონას გაურკვეველი მიზეზებით ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა, რასაც ბავშვი ძალიან განიცდიდა. ახლობლების ინფორმაციით, გოგონა ძალიან მოწესრიგებული, მშვიდი და მეგობრული ბავშვი იყო, თუმცა მათთვისაც უცნობია, რატომ შეიცვალა გოგონა ამერიკულ აკადემიაში გადასვლის შემდეგ.

,,ნიუპოსტი“ შეეცადა ინფორმაციის გადამოწმებას გივი ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში. სკოლაში ადასტურებენ, რომ გარდაცვლილი გოგონა ამერიკული აკადემიის მოსწავლე იყო, თუმცა, გარდაცვლილი არასრულწლოვანისა და მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42