მინისტრის განცხადებით, სააფთიაქო ნარკომანიასთან მიმართებაში შეიცვლება მიდგომა და სააფთიაქო ნარკომანიისადმი არაადეკვატურად ლიბერალური მიდგომაც აღარ იქნება.
როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მთავრობა უახლოეს მომავალში ნარკოსტრატეგიასთან დაკავშირებით ახალ დოკუმენტს წარმოადგენს.
"ნარკოპოლიტიკა ზოგადად მოიაზრებს რამდენიმე მიმართულებას. ეს მიმართულებებია, მაგალითად მარიხუანსთან და ე.წ. მსუბუქ ნარკოტიკებთან მიმართული პოლიტიკა. არის თვითონ ნარკოდამიკიდებულების მკურნალობა-რეაბილიტაციის პოლიტიკა და სააფთიაქო ნარკომანია. მსუბუქ ნარკოტიკებთან იყო არაადეკვატურად მკაცრი დამოკიდებულება, სააფთიაქო მარკომანიასთან კი - აბსოლიტურად აბსურდამდე მისული ლიბერალიზაცია. ამოცანაა, რომ არა მხოლოდ მარიხუანაზე ვუმუშაოთ. რა თქმა უნდა, ეს აბსურდული გამკაცრება არის გასასწორებელი, მეორე მხრივ მთლიანად პოლიტიკაა წესრიგში მოსაყვანი. ჩვენ ვცდილობთ სამივე მოვაგვაროთ, მარიხუანას შემთხვევაში არაადეკვატურად მკაცრი ზომები აღარ იქნება მიღებული, ხოლო სააფთიაქო ნარკომანიასთან მიმართებაში აბსურდულად და არაადეკვატურად ლიბერალური მიდგომაც აღარ იქნება. იქნება ჰარმონიზებული, სწორი და რაღაც ლოგიკაზე დაქვემდებარებული მიდგომა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისივე თქმით, მთავრობა ნარკოსტრატეგიის დრაფტს უახლესი ერთი თვის განმავლობაში წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






