დედის განწირული კივილი შემომესმა... გოგონა გულში ჰყავდა ჩახუტებული - ტრაგედია ვაკეში
შემთხვევა - 17:07, 01 Jun, 2014     7401

ვაკეში მომხდარი ტრაგედიის -15 წლის გოგონას თვითმკვლელობის შესახებ ერთ-ერთი თვითმხილველი ,,ფეისბუქის“ გვერდზე მომხდარის დეტალებს იხსენებს.

„წუხელ, კოშმარი ღამე მქონდა… დაახლოებით 2- საათისთვის ისეთი საშინელი ხმა მომესმა, რომლის მსგავსი არასოდეს გამეგო… ვიფიქრე, ნუთუ, აქვე ახლოს რაღაც აფეთქდა- მეთქი… გავიხედე ღია ფანჯრიდან, მაგრამ ვერაფერი დავინახე… სულ რამდენიმე წამში ქალის განწირული ხმით კივილი შემომესმა… შველას ითხოვდა… გავვარდი უცებ გარეთ და ვხედავ, ახალგაზრდა ქალს შუა ქუჩაში დავარდნილი გოგონა გულში ჰყავს ჩახუტებული და უაზროდ და არაადამიანური ხმით კივის. მივედი ახლოს და მთხოვს, სასწრაფო გამოიძახეთო… გული წაუვიდა- მეთქი? – ვეკითხები დაბნეული… არაო, მიპასუხა… გადმოვარდაო… საიდან- მეთქი, მეცხრე სართულიდანო (ჩემი სახლის გვერდით 9-სართულიანი შენობიდან), გადავირიე… ვერ აღვწერ იმ მდგომარეობას, რა დღეში ჩავვარდი, თვითონ გავხდი მოსაბრუნებელი… ამასობაში, ჩემი რძალიც გამოვარდა სახლიდან… დარეკე სასწრაფოში- მეთქი, – უკვე დავრეკეო, მიპასუხა. გოგონას კი სიცოცხლის არანაირი ნიშანი აღარ აღენიშნებოდა… გული მომიკვდა… თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა, როგორ გაიმეტა თავი ასეთი სისასტიკით ხელეყო ღმერთისგან ბოძებული ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე! ამ დროს, ნეტავ, ტვინი როგორ არის მომართული, ასეთ ნაბიჯს რომ დგამს… ნუთუ, იმ წუთას ეშმაკმა აცდუნა… სად და რატომ ჩაუსაფრდა? ეს აზრები წამში ტრიალებდა ჩემს თავში და პასუხს ვერ ვპოულობდი… უკვე თითქმის მთელი სახლის მაცხოვრებლები გამოვიდნენ, სასწრაფო არ ჩანდა, პატრული კი უცებ მოვიდა… თან უამრავი, ვერც დათვლიდი… სასწრაფოც, როგორც იქნა, გამოჩნდა…

შემდეგ, მეზობლებისგან გავიგე, გოგონა, რომელიც გადმოხტა, 15 წლის ყოფილა, დედის ერთადერთი შვილი, რომელიც უმამოდ გაუზრდია ამ ახალგაზრდა ქალს. უცებ დავინახე, მეორე ქალი, რომელიც ასევე განწირული ხმით კიოდა და მოთქვამდა, ეს რა ქენი, შვილოო… ბებია ყოფილა გაჭირვებული. მეზობლებმა ცოტა ხნის შემდეგ ბებია სახლში აიყვანეს. გოგონა კი საკაცეზე დაასვენეს და როცა დედა მიხვდა, საავადმყოფოში აღარ მიჰყავდათ სასწრაფოს ექიმებს, მიხვდა, რომ შვილი გარდაცვლილი იყო… გასაცოდავებული, შოკში ჩავარდნილი ქალი, აღრიალებული, მეზობლებმა პატრულის დახმარებით სახლში აიყვანეს. ცოტა ხანში, ისევ იგივენაირი ხმა… ზედა სართულიდან კივილი… და ჰოი, ღმერთო ჩემო, ახლა დედა გადახტა მეცხრე სართულის უკანა აივნიდან… გადახტა, გადახტაო, იძახდა ხალხი… პატრული და ნაწილი მოსახლეობისა სასწრაფოდ გავარდნენ სახლის უკანა მხარეს ჩაბნელებულ ეზოში, მაგრამ ქალი ვერ იპოვეს… შემდეგ ვიღაცამ დაინახა, რომ რომელიღაცა სართულის აივანი, რომელიც უფრო განიერი იყო და კარგად წინ წამოწეული, ქალი ამ აივნის სახურავზე ეგდო… მესმის მისი მდგომარეობა… წამებში დაემხო თავზე მთელი ცხოვრება, წამებში დაკარგა აზრი მისმა ამ ქვეყნად ყოფნამ, მაგრამ სიკვდილი თუ არ გიწერია, თურმე არაფრით არ მოკვდები… გადარჩა…“, – წერს თვითმხილველი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42