ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილთათვის მორიგი სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს
საზოგადოება - 18:09, 31 May, 2014     1638

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ქალაქ ზუგდიდსა („ვექტორი“ და „ფაიფურის ადმინისტრაციის შენობა“) და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში (სოფ. ინგირის საერთო საცხოვრებელი), აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ორდღიანი სამედიცინო–პროფილაქტიკური გამოკვლევები ტარდება.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებიან.

სამედიცინო აქციაში მონაწილეობენ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, აგრეთვე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების წამყვანი ექიმ-სპეციალისტები. კერძოდ: თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტები, ექიმი-ლაბორანტი, დერმატოლოგი. დევნილებს ადგილზე უტარდებათ ლაბორატორიული და ინსტრუმენტული (საჭიროების შემთხვევაში) გამოკვლევები, ასევე უფასოდ გადაეცემათ მედიკამენტები და ჰუმანიტარული ტვირთი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, სამეგრელოში მსგავსი სახის გამოკვლევები უკვე მეოთხედ ტარდება, შემდეგ კი აქცია იმერეთში, აჭარასა და თბილისში გადაინაცვლებს.

„დღეს და ხვალ ზუგდიდში უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდება. ეს აქცია რიგით მეოთხეა სამეგრელოში. ზუგდიდში დაპირებისამებრ მეორე აქცია იმართება, რადგან ამ ქალაქში განსაკუთრებით დიდია დევნილთა რაოდენობა. ამ გამოკვლევებს ჩვენს ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხების წყალობით წარვმართავთ. სამეგრელოს რეგიონში სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ამჯერად ამით სრულდება. შემდეგი აქციები გვექნება იმერეთში, აჭარასა და თბილისში. ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო მთელი თავისი შემადგენლობით ატარებს ამ აქციას. კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას ვუხდი ღუდუშაურის ცენტრს და განსაკუთრებით ბატონ ელგუჯა გოცირიძეს, რომელიც მყისიერად გამოეხმაურა ჩვენს თხოვნას და გამოგვიგზავნა შესანიშნავი პროფესიონალები, რომლებიც ჩვენი სისტემის სპეციალისტებთან ერთად ამ წუთებშიც ატარებენ გამოკვლევებს ზუგდიდის ენგურკომბინატის დასახლებაში. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ზუგდიდის სხვადასხვა დასახლებებში მცხოვრებ დევნილებს ტრანსპორტირების საკითხებს უგვარებენ ჩვენი წარმომადგენლობის მუშაკები. უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა. ვფიქრობ, დღის ბოლომდე და ხვალ, კიდევ უფრო მეტი ხალხი გაივლის უფასო სამედიცინო შემოწმებას“, – აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42