ზაფხულის ტურისტული სეზონი დღეს ოფიციალურად გაიხსნა
საზოგადოება - 13:25, 31 May, 2014     1443
დღეს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზაფხულის ტურისტრულ სეზონს საზეიმოდ ხსნის.

როგორც ადმინისტრაციიდან ,,ნიუპოსტს“ აცნობეს, სხვადასხვა ტიპის გასართობი ღონისძიებები გაიმართება ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომსა და რაჭაში. ( შაორის წყალსაცავი)

ბათუმი, 31 მაისი-1 ივნისი, 12:00 – 23:00 საათი:

აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის ( ეკო-ტურიზმი, საზღვაო ტურიზმი, სოფლად ტურიზმი, ღვინის ტურიზმი), წარმოჩენისა და ტურისტული აქტივობების პოპულარიზაციის მიზნით ევროპის მოედანზე ღონისძიება გაიმართება.დამონტაჟდება სცენა და მიმდებარე ტერიტორია შესაბამისი განათებითა და დეკორაციით გაფორმდება. ევროპის მოედანზე რეგიონის ტურისტული მიმართულებების კუთხეები მოეწყობა.

18:00-20:00 საათი. პოპულარული ქართული ჯგუფების მონაწილეობით გაიმართება კონცერტი. ( როკი, ჯაზი, პოპი, ელექტრო, ჰიპ-ჰოპი,ბლუზი, რეგი )

20:00-23:00 საათი ღონისძიება დაიხურება დიჯეის ცოცხალი შოუთი და ფეიერვერკით.


ქუთაისი, 31 მაისი, 13:00 საათი

ტურიზმის ეროვნული ადმინსიტრაცია გიწვევთ სამეფო უბნის პარკში. ტერიტორია სპეციალურად ამ დღისთვის შესაბამისი დეკორაციით და მუსიკით გაფორმდება. გაიმართება

გასართობი წარმოდგენები, მოეწყობა კულტურული ღონისძიები, გაიმართება ყვავილების ფესტივალი, ასევე ფოლკლორული მუსიკისა და ჯაზის კონცერტი.

ბორჯომი, 31 მაისი, 16:00-20:00 საათი

ბორჯომის პარკში კოსტიუმირებული წარმოდგენა გაიმართება. მოეწყობა მუსიკალური პერფორმანსები და თეატრალიზებული შოუ. მოეწყობა „ბოდი-არტის“ ორი კუთხე.

16:00 -20:00 საათი

გამოიფინება ძველი საარქივო სურათები. მოეწყობა ფოტო-სტენდები.

ბაღში განთავსდება კამერული ორკესტრი, რომელიც მთელი ღონისძიების განმავლობაში, ინტერვალებით შეასრულებს კლასიკური მუსიკის კომპოზიციებს.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის დამახასიათებელი სალონური სიტუაცია - ტერიტორიაზე ივლიან დასასვენებლად ჩამოსული ოფიცრები და მათი ოჯახები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, ბანოვანები და გლეხი ბიჭები.

16:00–17:00 საათი

ბავშვებისათვის გაიმართება თეატრალური წარმოდგენა მარიონეტებით.

17: 00 – 17 :30 საათი

ღონისძიებების დამსწრეებისათვის მოეწყობა მოძრაობის თეატრის წარმოდგენა.

17:30-18:00 საათი

პარკის ერთ-ერთ კუთხეში მოეწყობა წარმოდგენა “შეყვარებული გიმნაზისტები” და კოსტიუმირებული მსახიობები (გოგო და ბიჭი) წაიკითხავენ სასიყვარული ლექსებს.

18:00 -18:30 საათი

გაიმართება პერფორმანსი კარნავალი, მონაწილეები ივლიან ორჩოფეხებზე და მონოციკლებით, წარმოდგენას აკომპანიმენტს გაუწევს დასარტყამი ინსტრუმენტების ჯგუფი.

18: 30 – 19:00 საათი

გაიმრთება მოძრაობის თეატრის წარმოდგენა.

19:30 – 20:00 საათი

საღამო დასრულდება ცეცხლოვანი შოუთი.

„2 დღიანი თავგადასავალი რაჭაში“

რაჭა, შაორის წყალსაცავი. 31 მაისი - 1 ივნისი-31 მაისი

10:00 - 13:00 საათი - შეჯიბრი ჯომარდში

შაორის ტბაზე გაიმართება შეჯიბრი ჯომარდში. მსურველები წინასწარ ადგილზევე გაივლიან რეგისტრაციას.

13:15 -15:00 საათი- ხელნაკეთი ნავების შეჯიბრი

მონაწილეები იყოფიან ჯგუფებად მოცემული მასალებით აწყობენ ნავებს და ეჯიბრებიან ერთმანეთს.

15:30 – 18:00 საათი - შეჯიბრი კაიაკინგში

შაორის ტბაზე გაიმართება შეჯიბრი კაიაკინგში. მსურველები წინასწარ გაივლიან რეგისტრაციას.

18:30-19:30 საათი - დაჯილდოვების ცერემონია

დღის დასასრულს გაიმართება დაჯილდოვების ცერემონია, სადაც გამოვლენილები იქნებიან გამარჯვებულები სხვადასხვა შეჯიბრებებში, მათ გადაეცემათ სპეციალური პრიზები და სერტიფიკატები. ცერემონიას გააფორმებს პარკურის წარმოდგენა და ველო შოუ.

20:00 საათზე -კინოჩვენება ღია ცის ქვეშ

საბანაკე სივრცის ტერიტორიაზე გაიმართება კინოჩვენება. ტერიტორიაზე დაინთება კოცონი და ყველა მსურველს ექნება საშუალება საღამო მყუდრო და სასიამოვნო გარემოში გაატაროს.

1 ივნისი

10:00-13:00 საათი - სხვადასხვა აქტივობები

დღის პირველი ნახევარი დაეთმობა სხვადასხვა აქტივობებს როგორიცაა სლექლაინი, ზიპლაინი, ფრისბი, ცხენებით სეირნობა, წყლის ლეიბი და სხვ. თითოეულ აქტივობაში მონაწილეობა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.

13:00 – 15:00 საათი - წყლის თხილამურებზე სრიალი

ყველა მსურველს საშუალება ექნება გამოსცადოს საკუთარი თავი წყლის თხილამურებით სრიალში. გაიმართება მასტერკლასები მოყვარელებისათვის.

15:00 – 17:00 საათი - ფრენა პარაპლანით

15:00 საათზე დაიწყება საჩვენებელი ფრენა პარაპლანით. მათ კი ვისაც სურვილი ექნება თავად მიიღოს მონაწილეობა ამ ექსტრემალური სპორტის სახეობაში ინსტრუქტორის მეთვალყურეობითა და დახმარებით შაორის ტბის თავზე შეძლებენ ფრენას.

18:00 საათი - ღონისძიების დახურვა

ღონისძიება ოფიციალურად დასრულდება 18 საათზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42