კიევი-თბილისის ცნობილი რეისის ერთერთი მგზავრი სოციალურ ქსელში დეტალურად აღწერს ფრენის დროს მომხდარ ინციდენტს და შემდგომ რუსეთის ტერიტორიაზე ქართველი ჟურნალისტებისთვის შექმნილ პრობლემებს:
"უკვე ერთი საათია თბილისში ვარ... მინდა გაგიზიაროთ ემოციები, რომელიც გადავიტანე... ფრენა... ადამიანს ბორტზე შეტევა დაემართა... სიკვდილის პირას არის... იძულებითი დაჯდომა როსტოვში, სხვანაირად არ შეიძლებოდა და რუსი მესაზღვრე, სახის უხეში გამომეტყველებით და სიძულვილით სავსე თვალებით, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მას დავეხმაროთ, რადგან მას ვიზა არ აქვს... აეროპორტის ექიმებს კი არ აქვთ პრეპარატი, რომელიც მას თბილისამდე ჩაფრენაში დაეხმარება... მგზავრები როსტოვში ნაცნობების ძებნას იწყებენ, რომ რამეთი მაინც დაეხმარონ... ეს როგორ არის? თუ შენ ქართველი ხარ მოკვდები რუსეთში და არ დაგეხმარებიან, რადგან ვიზა არ გაქვს... შედეგი : ორი საათი მოძმე ქვეყნის აეროპორტში თვითმფრინავიდან გამოუსვლელად... სანამ სასწრაფო არ გამოგვიგზავნეს და მოწყალება არ გაიღეს... ნემსები გაუკეთეს, აბები მისცეს და გამოაფრინეს... რამდენი რამე შეიცვალა მხოლოდ ერთი ფრენისას",- წერს სოციალურ ქსელში თბილისი-კიევის ცნობილი რეისის ერთ ერთი მგზავრი .
მასალის გამოყენების პირობები






