მეფუტკრეები ევროკავშირის მოთხოვნებს გაეცნენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:19, 30 May, 2014     2303

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია ქუთაისში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებულმეფუტკრეებისა და თაფლისმწარმოებლების შეხვედრას დაესწრო. შეხვედრის მიზანს, მოქმედი საკანონმდებლო სიახლეების გაცნობა, მეფუტკრეობის პროდუქციის ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობა და მეფუტკრეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აღდგენა წარმოადგენდა. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მეწარმეებს ევროკავშირის მოთხოვნები და საერთაშორისო სტანდარტები გააცნეს. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ოთარ დანელიამ და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმაგახსნეს.

,,მეფუტკრეობა და თაფლის წარმოება საქართველოში ისეთივე უძველესია, როგორც მეღვინეობა-მევენახეობა და ყველის წარმოება. სულ მალე ჩვენი ქვეყანა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ გააფორმებს შეთანხმებას, რომლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). სწორედ ეს შეთანხმება, ქართული პროდუქციისთვის გახსნის მსოფლიოს უმსხვილეს საექსპორტო ბაზარს. სურსათის უვნებლობისა და პროდუქტის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართული პროდუქცია ნულოვანი საბაჟო ტარიფით შევა ევროკავშირის ბაზარზე. ქართულ თაფლს აქვს რეალური შანსი, განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარზე“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მეფუტკრეებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, მისი მოადგილე გელა სამხარაული, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის წარმომადგენლები, სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები, მეფუტკრეობის დარგში ჩართული ასოციაციები, ფერმერები და ევროკავშირის ექსპერტები.

შეხვედრაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მეფუტკრეობის განვითარებისათვის საჭირო მნიშვნელოვან საკითხებზე პრეზენტაციებიწარმოადგინეს,დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირის მოთხოვნები და საერთაშორისო სტანდარტები გააცნეს და ევროკავშირში თაფლის ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებები განიხილეს. ევროკავშირის ექსპერტი, მატი ლამპი ევროპაში თაფლის წარმოებისა და რეალიზაციის მასშტაბების შესახებ მოხსენებით წარსდგა და ქართული თაფლის ექსპორტის პერსპექტივები მიმოიხილა.

მეფუტკრეთა გილდიის თავმჯდომარემ, გიორგი კეპაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გილდიის მიერ შემუშავებული მეფუტკრეობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

შეხვედრის ბოლოს, ფერმერების და მეწარმეების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.სურსათის ეროვნული სააგენტო "მრგვალი მაგიდის" ფორმატში სხვადასხვა დარგის მეწარმეებთან შეხვედრებსპერმანენტულად გამართავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42