,,რეფორმატორთა კლუბი“: გარდაბანში მომხდარი ფაქტი ხელისუფლების უნიათობით გამოწვეული სიძულვილის შედეგია
საზოგადოება - 15:25, 29 May, 2014     2001

,,რეფორმატორთა კლუბი“ გარდაბანში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და ხელისუფლებას მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

,,გუშინ გარდაბანში ბოლო 11 წლის მანძილზე პირველად მოხდა დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე. ,,რეფორმატორთა კლუბი” მოუწოდებს ხელისუფლებას მკაცრად და დროულად მოახდინოს რეაგირება ამ საზარელ ფაქტზე. ის რაც გარდაბანში მოხდა, არის იმ სიძულვილის შედეგი, რომელიც ხელისუფლების უნიათობითა და წაქეზებით მძვინვარებს საქართველოში. მთავრობამ გახსნა პანდორას ყუთი და ძალიან ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ძალადობა გაჩერდება ნაც.მოძრაობის წევრებზე ან აზერბაიჯანელებზე ან საზოგადოების სხვა კონკრეტულ სეგმენტზე. თუ ძალადობას არ გაეცემა დროული და ადეკვატური პასუხი, ის შევა ყველა ოჯახში, ისევე როგორც 90-იანი წლების დასაწყისში...“, - ნათქვამია ,,რეფორმატორთა კლუბის“ განცხადებაში.

გარდაბანში რამდენიმე ათეული ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ,,ნაციონალური მოძრაობისა" და ,,ქართული ოცნების" წევრებსა და აქტივისტებს შორის მოხდა.

ვითარების განმუხტვას თავდაპირველად პოლიცია ცდილობდა, მოგვიანებით კი სპეცდანიშნულების რაზმი ჩარევა გახდა საჭირო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაბანში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში განმარტავენ, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის პირველი ნაწილით, ხულიგნობის მუხლით არის აღძრული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42