პატრიარქი - კაცობრიობას სიმშვიდე და სიხარული აკლია
საზოგადოება - 14:22, 29 May, 2014     1558

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

უწმინდესმა ქადაგებისას სიხარულისა და სიყვარულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ჩვენ ყველაზე მეტად იმაზე ვფიქრობთ, რა აკლია კაცობრიობას. ზოგი მხოლოდ მატერიალურზე ფიქრობს, ზოგი სულიერებაზე. ყველაზე მეტად კი, ჩემი აზრით, კაცობრიობას სიმშვიდე და სიხარული აკლია. ყველას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ თქვენს გულში, სულში. შევთხოვთ უფალს, რომ სიმშვიდე და მშვიდობა მოგვცეს. სიმშვიდე თუ იქნება, უფალიც ჩვენთან იქნება. როცა ადამიანში არის სიმშვიდე, არის სიხარული და სიყვარული. უფალი მიდის იმ ადამიანის გულში, რომელსაც სხვა ადამიანები უყვარს. ამიტომ, ეცადეთ, სიმშვიდე სუფევდეს თქვენში და თქვენს სახლებში. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ხმამაღალი სიტყვა არ იყოს თქვენს სახლებში. თუ ვინმე ხმას აუწევს, თქვენ ხმამაღლა ნუ უპასუხებთ. ეცადეთ, ეს წესი დაინერგოს თქვენს ოჯახებში. სადაც არის სიყვარული, იქ სიხარულია“, - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

ილია მეორემ ქადაგებისას ამაღლების დღესასწაულის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ყველას გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს. 40 დღის განმავლობაში მაცხოვარი ეცხადებოდა მოციქულებს და მოძღვრავდა მათ და ყოველი გამოცხადების დროს ეუბნებოდა, მშვიდობა თქვენდა. როცა ჩვენ ვამბობთ, „ჩვენთან არს ღმერთი“, ამით ჩვენ ვამბობთ, რომ გვწამს უფლის სიტყვები - „მე თქვენთანა ვარ“ და მადლობა უფალს, რომ ჩვენთანაა. როცა მაცხოვარმა ამაღლების დღეს მოციქულები ბეთანიამდე წაიყვანა, ხელები ზეცისკენ აღაპყრო და ამაღლება დაიწყო, მან უთხრა მოციქულებს - „მე თქვენთანა ვარ, ვიდრე აღსასრულამდე უფლისა“ და მოციქულები იერუსალიმში დიდი სიხარულით დაბრუნდნენ“, - ბრძანა უწმინდესმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42