მონაცემთა ბაზაში 3 271 ამომრჩევლის გაორების შემთხვევა გამოვლინდა
საზოგადოება - 14:21, 28 May, 2014     645
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში 3 271 გაორების არსებობა დადასტურდა და შესაბამისი შემთხვევები აღმოიფხვრა.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ამომრჩეველთა ელექტრონულ სიებში გაორებების აღმოფხვრის პროექტის შედეგები საზოგადოებას დღეს გააცნო.

წულუკიანი აცხადებს, რომ პროექტის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებმა 4 348 919 საქმე შეისწავლეს და ფოტოსაძიებო სისტემების გამოყენებით სავარაუდოდ მსგავსი ჩანაწერები გამოავლინეს.

სავარაუდო გაორებები 9 595 დოკუმენტში აღმოჩნდა, რის შემდეგაც ისინი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში გადაიგზავნა. საბოლოოდ 5 537 მონაცემში გაორება არ დადასტურდა. გასწორდა არასწორად მიბმული 787 ფოტოსურათი. გაორება აღმოიფხვრა და ერთი დოკუმენტი 3 271 შემთხვევაში გაუქმდა.

მინისტრის თქმით, მოქალაქეების ნაწილმა, რომლებსაც ერთზე მეტი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აღმოაჩნდათ, ისარგებლეს პარლამენტის მიერ გამოცხადებული ამნისტიით, რომელიც პირადი მონაცემების გაყალბებას ეხება და 2014 წლის ბოლომდე მოქმედებს.

"ჩვენ, რამდენიმე თვეა ვასრულებთ დაპირებას "ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა" და 15 ივნისს საქართველოს პირველად ექნება ფოტოსურათებიანი საარჩევნო სია. ეს ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს იმას, რომ სახელმწიფო სისტემის გარეთ, სარდაფებში, თუ სხვაგან დაბეჭდილი პირადობის მოწმობები ვინმემ საარჩევნოდ გამოიყენოს. ეს ასევე გამორიცხავს იმას, რომ ერთმა ადამიანმა ორ ან მეტ ადგილას სცადოს ხმის მიცემა", - განაცხადა ბრიფინგზე თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, თუკი ბიომეტრიული საარჩევნო სიის შედგენა, რაც ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა, რამდენიმე მილიონი ლარი დაჯდებოდა, აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის 885 000 ლარი დაიხარჯა.

წულუკიანი აღნიშნავს, რომ პროექტი მთლიანად სერვისების განვითარების სააგენტოს შემოსავლებით დაფინანსდა.

სერვისების განვითარების სააგენტო პირველი ივნისისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო მონაცემებს საარჩევნო უფლების მქონე პირებთან დაკავშირებით გადასცემს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42