საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა. ილია მეორემ დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოში დაბრუნება უსურვა.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე, მინისტრის მოადგილე ზაზა სარაჯიშვილი და ისტორიული ჰერეთიდან ჩამოსული მოსწავლეები. დიასპორის სამინისტრომ კახის, ბელაქანისა და ზაქათალას რაიონის მოსწავლეებისთვის ლიტერატურული კონკურსი ჩაატარა. კონკურსში გამარჯვებული 10 ბავშვი, მშობლები და მათი თანხმლები პირები ესწრებოდნენ პატრიარქთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.
"თქვენ დარწმუნდებით, რომ არც ერთ ქვეყანაში არ არის ასეთი სიმდიდრე, მაღალი ხელოვნება, როგორც საქართველოში. თქვენ უნდა ამაყობდეთ, რომ ქართველები ხართ. ჩვენი ეკლესია უძველესი ეკლესიაა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეკრას ჩვენი ერი ერთ ძალად, ერთ მთლიან ერად. ჩვენი სურვილი ეს არის", - აღნიშნა პატრიარქმა.
მასალის გამოყენების პირობები






