ცესკოს განცხადება მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით
საზოგადოება - 19:37, 27 May, 2014     1533

ცენტრალური საარჩევნო კომისია 26 მაისს მედია საშუალებებში გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტი ცესკოსგან საზოგადოებრივი აზრის კვლევის წარმოებას, დებატებში მონაწილეობის უფლებასა და შესაბამისი საეთერო დროის დათმობას მოითხოვს.

საარჩევნო ადმინისტრაცია ცალსახად განმარტავს, რომ აღნიშნული მოთხოვნა სცილდება საარჩევნო ადმინისტრაციის კანონით დადგენილ კომპეტენციებს. საარჩევნო პროცესებში მედიის მონაწილეობას და მისი გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც ასევე, უზრუნველყოფს მაუწყებლების მიერ კანონით დადგენილი ნორმების დაცვის მონიტორინგს და ახდენს შესაბამის რეაგირებას (საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-15 პუნქტი).

ამასთან, წინასაარჩევნო კამპანიის ეთერში გაშუქების შემთხვევაში, წინასაარჩევნო დებატების არადისკრიმინაციულად და შესაბამისი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით წარმოებაზე ვალდებულება ეკისრება საერთო მაუწყებელს, რომელიც კვალიფიციურ სუბიექტებს განსაზღვრავს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით პოლიტიკური პარტიის კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიარება ასევე, წარმოადგენს მაუწყებლის უფლებამოსილებას. აღნიშნული უფლებამოსილების რეალიზების შემთხვევაში მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კვლევა ჩატარებულია საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების დაცვით (საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-8 და-11 პუნქტები). დამატებით განვმარტავთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობა განსაზღვრავს მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების პირობებს და არ ადგენს ასეთი კვლევის ჩატარების ვალდებულებას რომელიმე ინსტიტუციის მიმართ.

დასასრულს, აღვნიშნავთ, რომ ცესკო გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მჭიდროდ ითანამშრომლოს არჩევნებში ჩართულ მხარეებთან, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42