ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთი-ზარიძეებიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
საზოგადოება - 19:07, 27 May, 2014     1274

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, თიანეთი-ზარიძეების გზის სარეაბილიტაციო სამუშოები დაათვალიერეს. პრემიერი მცხეთა-მთიანეთში რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა.

თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის თიანეთი-ზარიძეების მონაკვეთის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2013 წლის სექტემბერში დაიწყო. ობიექტზე გზის საფარი 9 კილომეტრის მანძილზე დანამატებით გაუმჯობესებული მოდიფიცირებული ასფალტობეტონის ნარევით მოეწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 3 ხიდს, გოფრირებულ წყალგამტარ მილებს, სანიაღვრე ქსელს, ლითონის მრუდხაზოვან ძელებსა და სასიგნალო ბოძკინტებს. ასევე, ჩატარდა ტროტუარების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ადგილობრივ გზებთან მიერთებისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები.

პროექტი სამშენებლო კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ განახორციელა და მისი საერთო ღირებულება 8 888 888.00 ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 174 პირი დასაქმდა.

ამჟამად, თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სამშენებლო–სარეკონსტრუქციო სამუშაოები, დამატებით, 13-კილომეტრიანი გზის მონაკვეთს უტარდება. 21,177 მლნ. ლარის ღირებულების პროექტს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „თბილისი“ ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ ეს გზა 80-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. გზაზე არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი.

სარეაბილიტაციო სამუშაოებამდე თიანეთი-ზარიძეების გზის ტექნიკური მდგომარეობა ვერ აკმაყოფილებდა რაიონის მოთხოვნებს. უგზოობის გამო, მწვავედ იდგა მოსახლეობის ადგილზე დამაგრებისა და დემოგრაფიული განვითარების პრობლემები, გართულებული იყო სატრანსპორტო კავშირი დედაქალაქთან და მეზობელ რაიონულ ცენტრებთან.

თიანეთი-ზარიძეების საატომობილო გზის 23-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ავტოტრანსპორტის საშუალებების უსაფრთხო და მოხერხებულ მოძრაობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მგზავრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეუმცირდება სატრანსპორტო ხარჯები და მგზავრობის დრო.

თიანეთი-ზარიძები-ჟინვალის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის ბოლოს დასრულდება.

მიმდინარე სამუშოების დათვალიერების გარდა, ირაკლი ღარიბაშვილი და ელგუჯა ხოკრიშვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ და არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42