,,ქართულმა ინტელიგენციამ ჯიჰადი დაიწყოოოოოოო...“ , - ამ სათაურით, ხელოვანი ნათია მეგრელიშვილი ,,ლიტერატურულ კაფეში“ ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ნოდარ ლადარიაზე თავდასხმის ფაქტს ,,ფეისბუქის“ გვერდზე ეხმაურება და გიო მგელაძის და რეზო თაბუკაშვილის ქმედებას სულმდაბლობას უწოდებს. ნათია მეგრელიშვილი ქართულ ინტელიგენციას ,,არარსებულ ინტელიგენციას“ უწოდებს და მათ ვაას სიტყვებს შეახსენებს: "ქართული ინტელიგენცია? ეგ ვინღაა? სულ იქით არის სადაც ფული და ძალაუფლებაა".
,,საქართველოს მთავრობამ, თავისი უნიათობით, ბოღმით, ისტერიკებით, არაპროფესიონალიზმით დანერგა საქართველოში ლინჩის წესი. ბრავო, შუა საუკუნეებში ვართ!
სამართლიანობის აღდგენა დაარქვით იმას, რომ ნაციონალების მომხრეებს ქუჩაში სიფათები უნდა გადაუგლიჯონ და მერე ას ლარიანი ჯარიმით გამოუშვათ?
ეს აღარ გამოგივათ.
მივმართავ ქართულ არ არსებულ ინტელიგენციას: დათო მაღრაძე, ნიკუშა შენგელაია, გოგა ხაინდრავა ქეთი დოლიძე, ნინელი ჭანკვეტაძე ვასიკო მაღლაფერიძე, ზაზა შათირიშვილი კმაყოფილი ხართ რომ გიო მგელაძე და რეზიკო თაბუკაშვილი ქუჩაში სცემენ ხალხს?
ვაჟას სიტყვებია : "ქართული ინტელიგენცია? ეგ ვინღაა? სულ იქით არის სადაც ფული და ძალაუფლებაა" - ეს ვაჟამ თქვა.
ცხელ ჩაის რომ კაცს სახეში შეასხამ რომ დაიწვას ან დაბრმავდეს, მერე როგორ უნდა იცოცხლო? ახლა სხვის ცოდვებზე არ დაიწყოთ ლაპარაკი, საკუთარ ცოდვებს მივხედოთ ყველამ. . . . . .
ქალაჩუნებივით მოიქცნენ და არა მამაკაცებივით.
მთავრობავ, ვინც დასაჭერია დაიჭირეთ, სად არის სამართლიანობა? და ნუ გიხარიათ, რომ თქვენს ოპონენტებს ქუჩაში ცნობადი სახეები ურტყამენ, თორემ ვერც თქვენ გადაურჩებით ამას. ცხოვრება ბუმერანგია.
დაწერეთ ახლა ლექსები და პიესები დახატეთ და ფილმები გადაიღეთ ქართულ ინტელიგენტურ ჯიჰადზე და უსუსურ მთავრობაზე, რომელიც ამ ქმედებებზე არ რეაგირებს და არავითარი რეაქცია არ აქვთ.
ყოჩაღ ბიჭებო. . . . . . . არც ერთი ნამდვილი დედაკაცი ასეთ სულმდაბლობას არ იკადრებს, რასაც თქვენ აკეთებთ.. . .
ჰომოსექსუალების შეგეშინდათ ხალხო? გეშინოდეთ ამ მშიშარა და მამომას მონები ინტელიგენტების!
არ გრცხვენიათ?????
მე ვარ ქართველი და ვარ ევროპელი, მაგრამ ინტელიგენტი არ ვიქნები“, - წერს ნათია მეგრელიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






