„ასეთი უსამართლო ფინალი იმედზე პირველად ვიხილეთ და ძალიან სამწუხარო ფაქტია“, - აღნიშნავს „ორი ვარსკვლავის“ შედეგებით იმედგაცრუებული მაყურებელი“. როგორც უკვე ცნობილია მუსიკალური შოუს „ორი ვარსკვლავის“ გამარჯვებულად ირინა ონაშვილი დასახელდა, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებული უმეტესთა კომენტარებიდან გამომდინარე გამარჯვებას ლევან ჯავახიშვილი უფრო იმსახურედა, ლევან ჯავახიშვილისა და ნინი წიკლაურის მიერ შესრულებულმა „ჰერიო ბიჭებომ“ გუშინ დარბაზი აატირა დღეს კი მაყურებელი გაბრაზებულია.
ამ ფაქტს ტელეწამყვანი ეკა ხოფერიაც გამოეხმაურა.
„ გული დამწყდა ლევანი ასე, რომ დარჩა და არანაირი პრიზი არ მიიღო. ლევანი და ნინი ამას ნამდვილად იმსახურებდნენ“, - ამბობს ტელეწამყვანი და ამასთან დაკავშირებით ,,ფეისბუქის" გვერდზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს.
ეკა ხოფერია: გულით ვულოცავ ირინას და გიორგის, მაგრები ხართ, მიყვარხართ! ვულოცავ ლევანის და ნინის, გოგოლას და ნოდიკოს! ახლა კი მთავარი: პირადად ლევანს მე და ჩემი გადაცემის გუნდი დიდ სიურპრიზს ვუმზადებთ. კომერციული კომპანიების პიარებო და ხელმძღვანელებო, ინბოქსში გამომეხმაურეთ. მე, რომ ის, რაც ჩაფიქრებული მაქვს არ გავაკეთო, ჩავთვლი, რომ არაფერი არ შემძლებია. გვისურვეთ წარმატებები და ყველას, ვისაც რამე იდეა გაქვთ მომწერეთ!!
მასალის გამოყენების პირობები






