საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 12:26, 27 May, 2014     1492

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო პრემიებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების მიერ გავრცლებულ განცხადებას, „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო დროს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა სხვადასხვა მედიასაშუალებაში გამოქვეყნებულმა დეზინფორმაციამ, თითქოს, მინისტრები ხელფასებთან ერთად დიდი ოდენობით პრემიას იღებენ. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს ყველა მინისტრის ხელფასი ერთნაირია და შეადგენს - 3500 ლარს. 2013 წლის მარტიდან წინა ხელისუფლებაში დამკვიდრებული წესი შეიცვალა და ყოველთვიური პრემიების დანიშვნის პრაქტიკა გაუქმდა.

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილის ბრძანებულებით, 2013 წლის მარტიდან საქართველოს მინისტრებს ხელფასებთან ერთად დაენიშნათ ყოველთვიური ფიქსირებული თანხა - სახელფასო დანამატი. სახელფასო დანამატი მინისტრების არანორმირებული სამუშაო დღისთვის ხელფასზე დამატებული თანხაა და არა - ფულადი ჯილდო.

„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის N54 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მინისტრებს (სახელმწიფო მინისტრებს) საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესდეთ დანამატი - თითოეულს თვეში 4335 ლარის ოდენობით".

ხოლო, 2014 წლის იანვრიდან პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებულებით, მინისტრთა კაბინეტის წევრების სახელფასო დანამატი თითქმის, ორჯერ შემცირდა - მინისტრთა სახელფასო სარგო, ნაცვლად 6300 ლარისა, სახელფასო დანამატთან ერთად 5000 ლარი გახდა. ანუ დღეისათვის საქართველოს ყველა მინისტრის ყოველთვიური შემოსავალი აბსოლუტურად თანაბარია.

ფიქსირებული სახელფასო დანამატის შემოღებამ დაასრულა წინა ხელისუფლების არაჯანსაღი პრაქტიკა, როცა მინისტრების შემოსავალი დიდი ოდენობის პრემიებით იყო გაზრდილი.

პრესაში და სოციალურ ქსელებში მინისტრთა კაბინეტის პრემიების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია მიზანმიმართულ კამპანიას ჰგავს, რომელიც ახალი მთავრობის იმიჯის შელახვას ემსახურება.

დაინტერესებული საზოგადოებისთვის ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომი", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42