სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილი სტენდი დაათვალიერა და მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
სპეცილურად გაშლილ კარავში წარმოდგენილი იყო ქართული ყველის, თაფლისა და ღვინის ნაირსახეობები. დამთვალიერებელს სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის, თაფლის, ჩურჩხელისა და 40-მდე სახეობის ყველის დაგემოვნებისა და შეძენის საშუალება ჰქონდათ. სტენდთან მისულ მოქალაქეებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და მიმდინარე პროექტების შესახებ სპეციალური ბუკლეტები გადაეცემოდათ.
შალვა ფიფიას განცხადებით, კარგია, როდესაც სახელმწიფო უწყებები თავიანთი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მოსახლეობის ამ ფორმით აწვდიან. ,,დილიდან ხალხმრავლობაა ჩვენს სტენდთან, სადაც ჩვენს მოქალაქეებს ადგილობრივი კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ“, -აღნიშნა მინისტრმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდი მთავრობის წევრებმაც დაათვალიერეს და წარმოდგენილი პროდუქციაც დააგემოვნეს.


მასალის გამოყენების პირობები






