ცნობილი პარაფსიქოლოგი დალი ავაგუმაშვილი, პოპულარული ქართველი მომღერლის გია ავაგუმაშვილის (ანსამბლი "ოთხი გია") და, სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე, პროფესიით ექიმია, მაგრამ ღვთის ნებით მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა. ქალბატონ დალის აღმოაჩნდა ფენომენალური ნიჭი, რომლის წყალობითაც ეშმაკით შეპყრობილებს ათავისუფლებს ავსულთაგან, ხსნის ჯადოს, თვალს და ასუფთავებს დაბინძურებულ აურას. იგი უამრავ გაჭირვებულს მოევლინა მხსნელად.
„ვიწყებ თუ არა მუშაობას მაგიური ზემოქმედებით დაზარალებულთან, პირველივე შელოცვაზე ღვთის კარნახით ვიღებ ინფორმაციას, ვინ და რატომ შეუკვეთა ჯადო. სხვათა შორის, ამ ბოლო დროს უამრავი შეშინებული ადამიანი მოდის ჩემთან, რომელთაც ჰგონიათ, რომ მათი წარუმატებლობის, უიღბლობისა და გაჭირვების მიზეზი ჯადოა. სამწუხაროდ, ადამიანი თავისი უბედურების მიზეზს ყოველთვის სხვაგან ეძებს, საკუთარ სულში ჩახედვა არ სურს, ურჩევნია, ვინმეს გადააბრალოს პრობლემები... თუ მართლა ჯადოა გაკეთებული, მე თვითონ ვეუბნები პაციენტს და შელოცვებით ვანეიტრალებ ნეგატიურ ზემოქმედებას, მაგრამ როცა მაგიური დარტყმის მსხვერპლი არ არის ადამიანი და მისი წარუმატებლობის მიზეზი დაბინძურებული აურაა, ტყუილს ხომ ვერ ვეტყვი, მოჯადოებული ხარ-მეთქი?! ზოგიერთს იმდენად მძიმე ველი აქვს, რომ საკუთარ თავს მაგიურ დარტყმაზე არანაკლებ ზიანს აყენებს“, - აცხადებს დალი ავაგუმაშვილი „გზასთან“ ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






