79 მსჯავრდებული პატიმრობიდან გათავისუფლდა
საზოგადოება - 17:34, 26 May, 2014     587

2014 წლის 24 და 26 მაისს პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოებისა და კომისიის სხდომები გაიმართა, რომელთა გადაწყვეტილებით პატიმრობიდან 79 მსჯავრდებული გათავისუფლდა. აქედან 69 მამაკაცია და 10 ქალბატონი. გათავისუფლებული ქალბატონებიდან ორს პატიმრობა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეეცვალა.

პატიმრობის კოდექსში შესული ცვლილებების საფუძველზე, პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისია განახლებული შემადგენლობით შეიკრიბა. თუ აქამდე კომისიის 7-წევრიან შემადგენლობაში სამინისტროს 3 წარმომადგენელი ჰყავდა, ძალაში შესული ცვლილებით, კომისიაში სამინისტროს ორი წარმომადგენელი დარჩა, ხოლო ერთი ადგილი დაეთმო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, მორის შალიკაშვილს, რომლის სამეცნიერო ნაშრომების ნაწილი პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის საკითხებს ეხება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კომისიაში 2 წარმომადგენელი ჰყავს საქართველოს პარლამენტს - ერთი უმრავლესობიდან, ერთი კი უმრავლესობის გარეთ დარჩენილთაგან. თითო-თითო წევრით არიან წარმოდგენილნი იუსტიციის უმაღლესი საბჭო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

სხდომებზე იმ მსჯავრდებულების შუამდგომლობები განიხილეს, რომლებსაც ნაკლებად მძიმე დანაშაულზე მოხდილი აქვთ სასჯელის ნახევარი, მძიმეზე - 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე -3/4.

შუამდგომლობების ინდივიდუალურად განხილვისას საბჭოების წევრებმა გაითვალისწინეს დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა, ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე ინდივიდუალურად შეფასდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.

2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმით სულ 2954 მსჯავრდებული გათავისუფლდა, მათ შორის 331 ქალი და 47 არასრულწლოვანი. მაშინ როდესაც, 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე აღნიშნული მექანიზმით სულ 841 მსჯავრდებულია გათავისუფლებული. მათ შორის 12 არასრულწლოვანი და 39 ქალი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42