ლევან ანჯაფარიძე - დიდი თავშეკავება მჭირდება, რომ ზოგიერთს ხელით არ შევეხო
საზოგადოება - 16:13, 26 May, 2014     1488

რეჟისორი ლევან ანჯაფარიძე „ქრონიკასთან“ საუბრისას კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ მწვავე განცხადებას აკეთებს და სამინისტროსთან ერთად კოლეგებსაც აკრიტიკებს. რეჟისორი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს თეატრს და კინოს ადარებს. მისი თქმით, ახალი ხელისუფლების მოსვლის მიუხედავად ქვეყანაში არაფერი შეცვლილა.

"რაც ხდება ქვეყანაში, იგივე გრძელდება კინოშიც და თეატრშიც, ვერაფრით ვერ მოაცილეს კულტურის სამინისტროდან ბოროტების სიმბოლო, მანანა ბერიკაშვილი, რომელიც კბილებით იცავს კინოცენტრის ხელმძღვანელს, ნანა ჯანელიძეს. არაფერი არ შეცვლილა... აგერ, გიგი უგულავა გაამართლა საკონსტიტუციო სასამართლომ, თურმე არ შეიძლებოდა, მერობიდან რომ გაათავისუფლეს. ესენი მალე ბაჩო ახალაიასაც გამოუშვებენ, მერე ვანო მერაბიშვილსაც გაუშვებენ და რა გამოდის, ეს ყველაფერი იყო თვალის ახვევა? უკვე მერამდენედ უნდა დარჩეს ქართველი ხალხი მოტყუებული და გაღიმებული?! ....2003 წლიდან ერთი და იგივე ხალხი ყელყელაობს, ისევ ისინი მუშაობენ, ისევ ისინი დიდგულობენ... ისევ ის რეჟისორები იღებენ უნიჭო ფილმებს, რომლებიც მიშასა და ვანოს კლიპებს უკეთებდნენ. ტელევიზორს ვეღარ ვუყურებ, ყველა არხზე "ნაციონალები" სხედან, ისევ მაგათ ამღერებენ, ისევ მაგათ აცეკვებენ. ქუჩაში რომ გავდივარ, ირონიულ სახეებს ვხედავ - ამისთვის იბრძოდითო? ძალიან დიდი თავის შეკავება მჭირდება, რომ ზოგიერთს ხელით არ შევეხო. არ ვიცი, ეს უკვე ჩემს ძალებს აღემატება...... ნანა ჯანელიძე ისევ ყელყელაობს, მანანა ბერიკაშვილი აცხადებს, მე ვარ მაგისი ლობისტიო, კულტურის მინისტრი რაღაც უაზრო განცხადებებს აკეთებს, ტიპი გონზე არ არის, რა ხდება ამ ქვეყანაზე! ..... კულტურის სამინისტროს კითხვებს ვუგზავნი და დამცინიან, ერთი წლის წინანდელ პასუხებს მიგზავნიან, ახალი რომ დაწერონ, იმასაც არ აკეთებენ. ამათ რაზე უნდა ველაპარაკო, აღარ ვიცი. გეფიცები ადამიანობას, უკვე თავს ვიკავებ, რომ ვიღაცები ქუჩაში არ გავატყავო ღორებივით. მაგათში მე უკვე ადამიანებს ვეღარ ვხედავ! "- აცხადებს "კვირის ქრონიკასთან საუბარში ანჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42