26 მაისს იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს სერვისების მიღებით რუსთაველის გამზირზე მოემსახურება
საზოგადოება - 19:36, 25 May, 2014     1930

იუსტიციის სამინისტროსა და მის გამგებლობაში შემავალი თერთმეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სერვისები რუსთაველის გამზირზე მოწყობილ სპეციალურ პავილიონში მთელი დღის მანძილზე იქნება წარმოდგენილი. იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი სსიპ-ები მოქალაქეებს პოპულარული და ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. სერვისების გარკვეული ნაწილი პავილიონშივე იქნება ხელმისაწვდომი.

იუსტიციის სამინისტოს პავილიონში მისულ მოქალაქეებს სახელმწიფო სერვისებს განვითარების სააგენტო ელექტრონული პირადობის მოწმობის, ციფრული ხელმოწერის, საზოგადოებრივი ცენტრების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. მსურველებს ადგილზე შეეძლებათ ახალი დიზაინის ქორწინების მოწმობის აღება (ძველი მოწმობის გამოცვლა); საჯარო რეესტრის თანამშრომლები დაინტერესებულ პირებს საცხოვრებელი მისამართის შესწორებაში დაეხმარებიან. პავილონის სტუმრები სახელის და გვარის მითითებით, ქონების შესახებ ამონაწერის მიღებასა და მის ამობეჭდვას ადგილზე შეძლებენ; აღსრულების ეროვნული ბიურო დაინტერესებულ პირებს ბიუროს სერვისების შესახებ კონსულტაციას ადგილზე გაუწევს; იუსტიციის სახლისთვის განკუთვნილ სივრცეში განთავსდება კუთხე ყველაზე პატარა სტუმრებისთვის. მათ მშობლებს კი საშუალება ექნებათ, პირადობის ახალი მოწმობის ასაღებად განაცხადი ადგილზე გააკეთონ და ფოტოც გადაიღონ; სტუმრები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მოქალაქის პორტალზე დარეგისტრირებასაც შეძლებენ და ვებგვერდის მუშაობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ; სამართლებრივ კონსულტაციას მოქალაქეებს ნოტარიუსებიც გაუწევენ.

საქართველოს ეროვნული არქივი წარმოადგენს 1918-1921 წლების უნიკალურ ფოტოქრონიკას. გამოფენილი იქნება ასევე 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42