ილია მეორე: უნდა გვახსოვსდეს, რომ აფხაზები და ქართველები განუყოფელი ძმები ვართ
საზოგადოება - 14:45, 25 May, 2014     2343

ღმერთი არ დაუშვებს საქართველოს დაყოფას, - ქართველებისა და აფხაზების ურთიერთთანადგომის მაგალითებზე ისაუბრა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას. უწმინდესმა მრევლს კეთილისა და ბოროტის განსხვავებაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ვინც თესავს შურს და ღვარძლს ის დიდხნს ვერ იბოგინებს, რადგან უფალი აერთიანებს, ხოლო ეშმაკი ჰყოფს.

უწმინდესმა ქადაგების შემდეგ ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული ქართველი გმირებისთვის პანაშვიდი გადაიხადა.

"ადამიანის ცხოვრება, ისევე, როგორც ერის ცხოვრება ცვალებადია. კეთილი მოდის, შემდეგ მიდის, ასევე ბოროტი მოდის, შემდეგ მიდის და ასე ტრიალებს. დღეს ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს მათთვის, რომლებიც შეეწირნენ საქართველოს თავისუფლებას, საქართველოს დამოუკიდებლობას და მთლიანობას. ჩვენ დღეს ვლოცულობთ იმათთვის, რომელთაც თავი დასდეს საქართველოს მთლიანობისთვის და ჩვენ ვლოცულობთ როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის, ისე რუსებისთვის, ისე სხვა ერების წარმომადგენლებისთვის.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ განუყოფელი და განუყრელი ძმები. ჩემთვის ეს ადვილი სათქმელია, რადგან 11 წელი ვიყავი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი. მახსოვს ის სითბო, ის განსაკუთრებული პატივისცემა, რომელსაც იჩენდნენ აფხაზები ქართველების მიმართ. რამდენი შემთხვევა ყოფილა, როდესაც აფხაზებს გადაურჩენია ქართველი და ქართველს გადაურჩენია აფხაზი. ვინც თესავს ღვარძლსა და შუღლს, მტრობას, დიდხანს ვერ იბოგინებს, ვერ იქნება, რადგან ღმერთი ამთლიანებს, აერთიანებს და ბოროტი სული, ეშმაკი ჰყოფს. ღმერთი არ დაუშვებს საქართველოს დაყოფას. საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა და ჩვენ შევთხოვთ ღვთისმშობელს, რომ თავისი მფარველობა გაუწიოს საქართველოს და ასევე იმათ, რომლებიც შეეწირნენ საქართველოს მთლიანობას. დღეს ჩვენ ვასრულებთ პანაშვიდს და ვლოცულობთ მათთვის, რომლებიც დაიღუპნენ აფხაზეთში, რომლებიც თბილისში მოდიოდნენ და ვიღაცამ მათი თვითმფრინავი ააფეთქა", - აღნიშნა კათალიკოს-პატრიარქმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42