,,უფლებადამცველთა გაერთიანებამ’’-, კოალიცია ,,უფლებადამცველმა’’, ,გახდი მოქალაქემ’’, ,,იუსტიციის მუშაკებმა’’, ,,მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტმა’’ , ორგანიზაციამ ,, იურისტები დემოკრატიისა და სამართლებრივი განვითარებისთვის’’ გაზეთ ,,ალიასთვის’’ უზენაესი სასამართლოს მიერ 50 000 ლარის დაკისრებასთნ და ,,ალიას’’ მხარდასაჭერი კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს.
კოალიცია ,,უფლებადამცველის’’ ხელმღვანელის განცხადებით მამუკა ტუსკაძის აზრით: ,,უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილება გაზეთ ,,ალიას’’ მიერ მკითხველისთვის მიწოდებული ინფორმაცია მსახიობ ოთარ კობერიძესთან დაკავშირებით ტყუილად და ცილისწამებად გამოაცხადა და უაპელაციოდ გამოიტანილი იქნა გადაწყვეტილება 50 000 ლარიანი ჯარიმის დაკისრების თაობაზე გაზეთი ყოველი ინფორმაციის გავრცელებისას ეყრდნობოდა კონკრეტულ წყაროს და მათგან ინტერვიუებზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, გასული ინფორმაციები კობერიძესთან დაკავშირებით არ ყოფილა ჟურნალისტების თვითშემოქმდების შედეგი.’’
,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით: ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს სიტყვისა და აზრის თავისუფლება. დაუშველელია ამ თავისუფლებათა შეზღუდვა. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, სახელის გამტეხი განცხადება და არა-კომენტარი, აზრი, ვარაუდი, მოსაზრება, შეფასება.
სიტყვის, აზრის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია: საქართველოს კონსტიტუციის 24– ე მუხლით , ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას , ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები. ასევე, "ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-19 მუხლის მიხედვით, ყოველ ადამინს აქვს აზრის და მისი თავისუფლად გამოხატვის თავისუფლება. ეს თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი აზრი და დაუბრკოლებლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ყოველგვარი საშუალებით.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მოტივირებული. სისტემა რომელიც ამაგრებდა და ამტკიცებდა სააკაშვილის რეჟიმს დღეს დაუფარავად ებრძვის იმ მედია საშუალებას ვინც სააკაშვილის რეჟიმს ამხელდა, როცა სხვებს ღრმა ძილით ეძინათ.
უზენაესი სასამართლოს გადაწყეტილება ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს, სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ყოველივ კი უნდა გახდეს ევროპის სასამართლოს მსჯელობის საგანი.
ჩვენ სოლოიდარობას ვუცხადებთ გაზეთ ალიას და ჩვენ მოკრძალებულ წვლილსაც შევიტანთ მის გადარჩენაში საქმეში მოსახლეობას კი მოვუწოდებთ თიბისი ბანკში გახსნილ ანგარიშზე GE30TB7568636020100001 თითო ლარი რომ ჩარიცხოს მედიას საშუალება ნამდვილად გადარჩება სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო გადაწყვეტილებით გამოწვეული მძიმე შდეგებისგან.’’
მასალის გამოყენების პირობები






